FM97.5 / LIVE

ასპინძაში შოთა რუსთაველის სახლ-მუზეუმის გაკეთებას გეგმავენ

მთავარი 15.10.2013
ვარძიაში, "შოთაობის" სახალხო ზეიმზე, შოთა რუსთაველის სახლ-მუზეუმის გაკეთების იდეამ გაიჟღერა. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ ეს მათაც სურთ და თანხების მოძიებაზე მუშაობენ.

ასპინძაში შოთა რუსთაველის სახლ-მუზეუმის გაკეთებას გეგმავენ
„რუსული ზღაპრის გმირს „ბაბაიაგასაც“ კი აქვს თავისი „იზბუშკა“ და შოთა რუსთაველი, რომელიც სამყაროს ბინადარია, ნამდვილად იმსახურებს ჰქონდეს სახლ-მუზეუმი და ამის გაკეთება აუცილებლად უნდა შევძლოთ“, - განაცხადა მწერალმა რამაზ ბერაძემ "შოთაობის" დღესასწაულზე, 12 ოქტომბერს, ვარძიაში.

„შოთა რუსთაველი მხოლოდ მესხეთის მკვიდრი არ არის, მისი სახლი მხოლოდ საქართველო არ არის, მისი სახლია მთელი დედამიწა და მთელი სამყარო. მოდით ვისაც ხელგვეწიფება, იქნება ერთი შოთა რუსთაველის სახლი გავაკეთოთ“, - მიმართა ბერაძემ დღესასწაულზე შეკრებილ საზოგადოებას.

მუზეუმი რომ ნამდვილად უნდა არსებობდეს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძეც საუბრობს: „ასპინძაში იყო მუზეუმი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შეინარჩუნეს. ვიცი, რომ ექსპონანტები შენახულია და კარგი იქნება, თუ ეს მუზეუმი აღდგება, სადაც გამოყოფილი იქნება ადგილი შოთა რუსთაველისთვის“.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან ცაბაძის განცხადებით, შოთა რუსთაველის სახლ-მუზეუმის გაკეთების იდეა ნამდვილად არსებობს, თუმცა იდეის განხორციელება თანხებზეა დამოკიდებული და ეს ადგილობრივი ბიუჯეტით შეუძლებელია.

„როცა გამგებლად მოვედი, მივხვდი, რომ ჩვენი ბიუჯეტით ბევრ რამეს ვერ გავაკეთებთ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ აიპები გადავაკეთოთ ისეთ ორგანიზაციებად, რომლებსაც ექნებათ უფლება და საშუალება გრანტების მოძიებაზე იმუშაონ. ამ გზით ვაპირებთ სახლ-მუზეუმისთვის თანხის მოძიებას და ამ საქმით კულტურის სამინისტროს დაინტერესებასაც ვგეგმავთ“, - ამბობს ცაბაძე.

მისი თქმით, ამჟამად ასპინძის კულტურის სახლში გამოყოფილია ერთი ოთახი, სადაც ექსპონანტების ნაწილია შენახული, თუმცა ამ ექსპონანტებს დროულად თუ არ უშველეს, შესაძლოა გაფუჭდეს, რადგან შენობა კატასტროფულ მდგომარეობაშია: „ექსპონანტები ხელშეკრულებებით მიმოფანტულია სხვა მუზეუმებში. ასპინძაში მუზეუმის გახსნის შემთხვევაში მათ უკან დავაბრუნებთ“.

ცაბაძე ამბობს, რომ ახალი შენობის აშენება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ამიტომ, შოთა რუსთაველის სახლ-მუზეუმის გასაკეთებლად ასპინძაში მდებარე რომელიმე შენობა შეირჩევა.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძამ, შესაძლოა, ‘შოთაობა’ აღარ აღნიშნოს
შოთა რუსთაველის ძეგლთან არსებული შადრევანი წლებია დაზიანებულია
ასპინძაში 'ეტალონის მოსწავლის' ტიტული შოთა იველაშვილმა მოიპოვა
ვარძიაში „შოთაობის“ სახალხო დღესასწაული აღნიშნეს
ახალციხეში თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის ძეგლები გარეცხეს [Photo]
შოთა რუსთაველის ძეგლთან შადრევანი შეაკეთეს [ფოტო]
შოთა რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  ახალციხეში