FM97.5 / LIVE

რამდენ ლარს დახარჯავს ახალციხის მერია ახალი წლისთვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.11.2019
ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ტკბილეულის, ნაძვის ხის და ქალაქის მოსართავების შესაძენად ხუთი ტენდერი გამოაცხადა.

რამდენ ლარს დახარჯავს ახალციხის მერია ახალი წლისთვის

მუნიციპალიტეტმა საახალწლო მზადება ჯერ კიდევ ივლისში დაიწყო, ნაძვის ხის 31 211 ლარად ყიდვაზე მერიამ ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე თვით ადრე იზრუნა.

ჯერ კიდევ შერჩევა-შეფასების ეტაპზეა 18 ნოემბერს 12 793 ლარის ტკბილეულის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი.

პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული ტკბილეული, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა იყოს შვიდი სახეობის:

1. შოკოლადი ბარი არაქისით;
2. შოკოლადის ბატონი ნუგითა და კარამელით;
3. შაქრიანი ნამცხვარი კარამელით;
4. რძიანი შოკოლადი ქოქოსის ნაზი რბილობით;
5. კრემიანი ვაფლი ტირამისუს გემოთი;
6. შაქარი, ბადაგი, ლიმონმჟავა, წითელი საღებავი, ხილის არომატიზატორი;
7. სასაჩუქრე პარკები - პოლიეთილენის სასაჩუქრე პარკები, არანაკლებ 13სმX28სმ საახალწლო წარწერით.

გუშინ, 28 ნოემბერს 24 813 ლარზე გამოცხადდა ტენდერი საახალწლო ღონისძიების ორგანიზების უზრუნველყოფაზე.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ბანერების გაკეთება ტექსტით „გილოცავთ შობა ახალ–წელს“, ასევე დაამზადებენ საახალწლო ფიგურებს და დაამონტაჟებენ. აღნიშნული თანხით უნდა დაიფაროს თოვლის პაპას და სანტა კლაუსის ჰონორარიც, ქალაქის ქუჩებში ივლიან მსახიობები ზღაპრის გმირების კოსტიუმებით.

ამავე კომპანიას დაევალება ახალციხის 14 სკვერში, ასევე ვალეში, სხვილისში, წყალთბილაში, აწყურში, აგარაში, წნისში, მინაძესა და მუსხში საახალწლო ილუმინაციების მოწყობა–მონტაჟი.

27 ნოემბერს გამოცხადდა დამატებით კიდევ ორი ტენდერი: საახალწლო განათებისთვის (აქსესუარების) 11 000 ლარია განსაზღვრული, ხოლო საახალწლო ნაძვის ხის მოსართავებისთვის - 13 500. წინადადებების მიღება ექვს დეკემბერს დაიწყება.

რამდენ ლარს დახარჯავს ახალციხის მერია ახალი წლისთვის

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს
ახალციხის მერია საახალწლო ღონისძიებისთვის, დაახლოებით, 19 000 ლარს დახარჯავს
35,700 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის  ახალციხის თემში
ახალციხეს 16 მეტრიანი ნაძვის ხე ექნება
46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის - მერიამ ტენდერი გამოაცხადა
ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა
ახალციხის მერიამ საახალწლოდ ტენდერი 45 404 ლარზე გამოაცხადა