FM97.5 / LIVE

‘ნაციონალებზე’ კი არა ქვეყნის განვითარებაზე უნდა ესაუბრა – ფოფხაძე ივანიშვილის ინტერვიუზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.11.2019
ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ოცნების“ ლიდერმა ეთერი ქვეყნის მომავალზე საუბრის ნაცვლად, „ნაციონალების“ კრიტიკას დაუთმო.

‘ნაციონალებზე’ კი არა ქვეყნის განვითარებაზე უნდა ესაუბრა –  ფოფხაძე ივანიშვილის ინტერვიუზე

„როდესაც პოლიტიკური ლიდერი საუბრობს, პოლიტიკურ მოცემულობაზე, რაც არის ქვეყანაში და თავისი საუბრის ძირითად ნაწილს უთმობს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“, არამგონია ეს ქართული პოლიტიკისთვის სწორი იყოს, მე მაინც მოლოდინი მქონდა ის ისაუბრებდა საქართველოზე და არა „ნაციონალებზე“, – ამბობს გედევან ფოფხაძე.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა ესაუბრა, „თუ რა პერსპექტივა აქვს საქართველოს, რა პოლიტიკური როლი შეიძლება იკისროს თანამედროვე მსოფლიოში, ამ ნაწილში ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილს არ უსაუბრია. კარგია გაგვეგო მისი კონკრეტული გზავნილები, თუ მას როგორ წარმოუდგენია საქართველო თანამედროვე პოლიტიკურ მოცემულობაში და როგორ წარმოუდგენია პერსპეტივაში საქართველოს განვითარება. ამან უკმარისობის გრძნობა გამიჩინა, და იმანაც, რომ ამბობ, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ძალიან რთულია და ათწლეულების საქმეა, მაგრამ არის საშუალება იაფი ბილეთები იყოს და სხვა ქვეყანაში წავიდნენ სამუშაოდ. ეს მე არ მიმაჩნია საქართველოს მოსახლეობისთვის გამოსავლად.
ხელისუფლებაში მოსვლიდან შვიდი წლის თავზე იმის თქმა, რომ ათწლეულების საქმეა ქვეყანაში საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნა, ეს არ არის იმ მოლოდინების პასუხი რაც საზოგადოებაში არის“.

„ოცნებიდან“ წამოსული და უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ნაციონალებზე“ საუბარი ჯერ კიდევ 2013 უნდა დასრულებულიყო: „არჩევნების შედეგებით ჩვენ ვთქვით რომ „ნაციონალების ხელისუფლება“ არის ცუდი, უნდა შეიცვალოს. მივიღეთ ამაზე ხალხის მხარდაჭერა, მერე უკვე ხალხი ელოდებოდა ჩვენ რას შევცვლიდით“.

გუშინ, 28 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ საღამოს ეთერი „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს დაეთმო.

On.ge-ს დათვლით, ივანიშვილმა საათნახევრიან ინტერვიუში "ნაცები" და პარტიის სახელი მან 30-ზე მეტჯერ ახსენა. გარდა ამისა, მან დაახლოებით 40-ჯერ წარმოთქვა ექსპრეზიდენტის სახელი და სიტყვა "ბელადი".

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ 2 მილიონ სამუშო ადგილს უახლოეს 20 წელიწადში საქართველოში ვერც ერთი ეკონომიკა ვერ შექმნის და გამოსავალს ხედავს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის შექმნას.

ივანიშვილის თქმით, ხელისუფლება ამაზე აქტიურად მუშაობს და ვარაუდობს, რომ 2-3 წელიწადში ეს შესაძლებელი იქნება:
“ჩვენ შეგვიძლია და უკვე აქტიურად ვმუშაობთ ამაზე ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან. როგორც სახელმწიფო, ვაფორმებთ კონტრაქტებს და მივდივართ ამაზე, რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რა დეფიციტიც ევროპელებს აქვთ. მათ აქვთ სამუშო ადგილები, აკლიათ სამუშაო ძალა. ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ესაა ჩვენი ძირითადი პრობლემა. გაიხსენეთ პოლონეთი, ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, ბულგარეთი – ასეთივე გაცლილია, როგორც საქართველო.

მმართველი გუნდის ხელმძღვანელის თქმით, ცუდია, რომ დაპირება, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვერ შეასრულა, თუმცა ამაში დრამატული არაფერია.

[sknews.ge]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ეს არის სწორი გადაწყვეტილება'– ფოფხაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
ბიძინა ივანიშვილი 'ქართული ოცნების' თავმჯდომარე იქნება
გედევან ფოფხაძე: კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ჩავარდა
ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს მიმართავს
ივანიშვილი: სამწუხაროა, დაპირება ვერ შევასრულეთ, რა თქმა უნდა დაზიანდა გუნდი
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 24 ნოემბერს განაცხადებს
ბიძინა ივანიშვილი - 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება