FM97.5 / LIVE

რატომ გაიწელა ახალციხის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.11.2019
რუსთაველი-კეცხოველის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც 22 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, პირველად 22 ნოემბრამდე, შემდეგ კი ორ დეკემბრამდე გახანგრძლივდა. შეიცვალა კალენდარული და თანხობრივი გეგმა-განრიგიც. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არალი“ აწარმოებს.

რატომ გაიწელა ახალციხის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია
ფოტო: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია

თავდაპირველი, 21 პუნქტიანი გეგმით, რუსთაველი-კეცხოველის ქუჩებზე საბოლოო სამუშაოები, გზის სავალი ნაწილის მონიშვნით და ახალი, ლითონის მოაჯირების მოწყობით უნდა დასრულებულიყო.

21 ოქტომბერს, ვიდრე ხელშეკრულება პირველად შეიცვლებოდა, მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ დამატებითი სამუშაოების აუცილებლობის გამო, პროექტის დასრულების ვადა გახანგრძლივდებოდა. დამატებითი სამუშაოების მიზეზად საკანალიზაციო სისტემის პრობლემა დასახელდა. მერიაში ასევე განმარტავდნენ, რომ საცხოვრებელ სახლებთან მიერთებებსაც გათვალისწინებულზე მეტი დრო დასჭირდა, ამიტომ პროექტის ვადამ 22 ნოემბრამდე გადაიწია.

22 ნოემბერს კი სახელმწიფო შესყიდვების საიტზე ხელშეკრულების ახალი ცვლილება აიტვირთა.

პირველი ცვლილებისას 21 პუნქტიან გეგმა-განრიგში არაფერი შეცვლილა, მეორე ჯერზე კი მას სამი ქვეპუნქტი დაემატა.

„დაგვიმატეს რუსთაველის ქუჩაზე, ბაღთან ტროტუარის მოწყობა, ასევე თეატრის მიმდებარედ ფილების მოპირკეთება, რის გამოც კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა პროექტი. ეს სამუშაოები უკვე დასრულებულია, დარჩა ღრელის ასახვევთან კედლის მოწყობა და მცირე სამუშაოები.“ - ამბობს „არალის“ სამუშაოთა მწარმოებელი გიორგი მანუცელიძე.

მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ პირველი ეტაპის სამუშაოები ორ დეკემბრამდე დასრულდება.

რუსთაველი-კეცხოველის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 20 ივნისს დაიწყო. კომპანია „არალს“ 19 046 849 ლარის მიმდინარე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

პარალელურად მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომელიც სოფელ ღრელის ასახვევიდან ცხრა აპრილის ქუჩის დასაწყისამდეა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ რუსთაველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რატომ ვერ სრულდება ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში
ახალციხეში კეცხოველის ქუჩა გადაკეტილია
ბორჯომში 15 ობიექტის მოწყობა–რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩებზე ძირითადი სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება ®
ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდა
ბორჯომში 2013 წელს დაგეგმილი 17 პროექტიდან, 13 დასრულდა
აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება