FM97.5 / LIVE

საია 20–21 ივნისის აქციებზე: შსს–მ გამოიყენა უკანონო და არაპროპორციული ძალა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.11.2019
საიას განმარტებით, 20 ივნისს შსს–მ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა და დეესკალაციის უზრუნველსაყოფად არ გამოიყენა კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსი.

საია 20–21 ივნისის აქციებზე: შსს–მ გამოიყენა უკანონო და არაპროპორციული ძალა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

„დაკარგული თვალის მიღმა“ არის 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ საიას მიერ მომზადებული ანგარიში, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 27 ნოემბერს გაიმართა.

ანგარიშში შეფასებულია: 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა და პროპორციულობა; არასათანადო მოპყრობის ფაქტები; ჟურნალისტთა წინააღმდეგ ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ჩარევის შემთხვევები. ანგარიშში ასევე შეფასებულია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და სასამართლოებში სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის პრაქტიკა.

საია მიიჩნევს, რომ:

- 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა და დეესკალაციის უზრუნველსაყოფად არ გამოიყენა კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობას;

- შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძირითადად, გამოიყენა უკანონო და არაპროპორციული ძალა. ცრემლსადენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ დაიწყო აქციის მონაწილეთა მიმართულებით რეზინის ტყვიების სროლა. სავარაუდოდ, რეზინის ტყვიების გამოყენება ხდებოდა ფართო დისკრეციის პირობებში, წინასწარი თანხმობისა და ინსტრუქციის გარეშე, რაც აღნიშნული ქმედების უკანონობის კიდევ ერთ საფუძველზე მიუთითებს. რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა იმ პირების მიმართ, ვისი მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა. ასევე დასტურდება, რომ სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან და სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ;

- დაფიქსიდა სამართალდამცავი პირების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი. სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ქმედებები უტოლდება არასათანადო მოპყრობას და სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიან და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს;

- არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ ის პირებიც, რომლებიც დაკავების შემდეგ სამართალდამცავთა ეფექტიანი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. პარლამენტის ეზოს შესასვლელ კიბეებთან მოწყობილმა ე.წ. „სამართალდამცავთა კორდონმა“ და პარლამენტის ეზოში განხორციელებულმა ფიზიკურმა და სიტყვიერმა ძალადობამ მიაღწია სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რაც ქმნის დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის საფუძველს და საჭიროებს გამოძიებას შესაბამისი პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით;

- ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენელთა უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების, საკუთრების უფლების დარღვევის მძიმე შემთხვევებს, ასევე, ჟურნალისტთათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს;

- 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივად გამოიყენა აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკა. შედეგად, 342 პირს შეეზღუდა თავისუფლება, ხოლო მათგან 121 დაექვემდებარა ყველაზე მძიმე სანქციას – ადმინისტრაციულ პატიმრობას. გამოყენებული პრაქტიკა და მისი მასშტაბები ადასტურებს, რომ დღეს მოქმედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს სახელმწიფო მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვის ინსტრუმენტად ინარჩუნებს. 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული დაკავება გამოიყენა განურჩევლად, ინდივიდუალური ქმედებების შეფასების გარეშე, მათ შორის, იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ იყვნენ აქციის მონაწილეები ან/და მათი ქმედებები არ წარმოშობდა ადმინისტრაციული დაკავების სამართლებრივ საფუძვლებს.

- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლოში ფორმალურმა განხილვამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სამართალდარღვევის საქმეების განხილვისთვის დამახასიათებელი სისტემური და პრაქტიკული პრობლემები;

- 21 ივნისის დღის განმავლობაში და შემდგომ სახდელების გამოყენების პრაქტიკა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ურთიერთშეთანხმებულ, მართულ ქმედებას და არა – საქმეთა ინდივიდუალურ და დამოუკიდებელ განხილვას.


ორგანიზაციის განმარტებით, ანგარიშს ახლავს რეკომენდაციები, რომლითაც საია საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტს და სასამართლოს მიმართავს.

[sknews.ge]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

შსს: პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები
შსს: აქციაზე დაკავებულ 121 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
20-21 ივნისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა
რეზინის ტყვიების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
პროკურატურა: 20-21 ივნისის ღამეს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა იგეგმებოდა
NDI: უმრავლესობის აზრით 20 ივნისის ღამით ძალადობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა
ომბუდსმენი: მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი