FM97.5 / LIVE

სუჯუხი და ბასტურმა - როგორ ამზადებენ ცნობილ დელიკატესებს სოფელ სხვილისში [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.11.2019
სხვილისში, იგიდბაშიანების ოჯახში უკვე დაიწყეს ტრადიციული სუჯუხისა და ბასტურმის მომზადება. სონია არუთუნიანს ამ საქმეში ნათესავები, აღუნიკი და თეხკინი ეხმარებიან. როდესაც დელიკატესების მზადებას მათ ოჯახებშიც დაიწყებენ, ნათესავებს ახლა სონია მიეხმარება.

სუჯუხი და ბასტურმა - როგორ ამზადებენ ცნობილ დელიკატესებს სოფელ სხვილისში [ფოტო/ვიდეო]

ქალები ამბობენ, რომ სუჯუხისა და ბასტურმის მომზადება მათთვის სასიამოვნო საქმიანობაა.

“1870 წელს კარინში (ერზრუმში) იყო სომეხთა საკუთრებაში არსებული ბასტურმისა და სუჯუხის ოთხი საწარმო. ამ დროს ქალაქში, ყოველწლიურად 5 000 მსხვილფეხა საქონელს კლავდნენ. 1829 წელს ერზრუმიდან ჩვენი წინაპრები ჩამოსახლდნენ ახალციხის სოფელ სხვილისში და იქიდან ჩამოიტანეს ეს ჩვენი სუჯუხი და ბასტურმა. რაც ჩემი თავი მახსოვს, ბავშვობიდან ოჯახში ვაკეთებთ და დღესაც ასე ვაგრძელებთ“, – გვიყვება სონია არუთუნიანი.

საქართველოში პოპულარული სუჯუხი და ბასტურმა სომხეთში ტრადიციული დელიკატესებია, თუმცა გამომშრალი და დამარილებული ხორცით მომზადებული ეს კერძები სომხეთის გარდა სხვა ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული.

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ბასტურმის წარმოშობა ჩინგიზ-ხანის არმიას უკავშირდება. ლაშქრობების დროს მეომრებისთვის ბევრ საჭმელს ატარებდნენ, განსაკუთრებით კი ხორცს, რომლის დიდხანს შესანახადაც, მას თხლად ჭრიდნენ და უნაგირის ქვეშ ათავსებდნენ. იქ დროთა განმავლობაში მარილი გროვდებოდა, ხორცი კი მხედრის და უნაგირის სიმძიმის გამო სითხისგან მალე იცლებოდა. ასე კეთდებოდა თურმე „პირველყოფილი“ ბასტურმა, რომელიც სუჯუხთან ერთად მოგვიანებით ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთში, სომხეთში, ბულგარეთში, სერბეთსა თუ მაკედონიაში გავრცელდა.



დღეს, ამ დელიკატესებს, თანამედროვე ტექნოლოგიითა და რეცეპტებით ამზადებენ. ტრადიციული სომხური რეცეპტს იყენებენ სხვილისელი იგიდბაშიანები.

სოფელში წლების წინ თითო ოჯახში კლავდნენ თითო ძროხას და ხორცს ანაწილებდენ, ნახევრით ბასტურმას ამზადებდნენ, ნახევრით სუჯუხს, დანარჩენით კი ხაშსა და ყაურმას. ხორცის ამ კერძებს აუცილებლად სტუმრებთან ერთად მიირთმევდნენ.

სუჯუხ-ბასტურმის სეზონი ზამთარია - გამომშრალ უმ ხორცს მზე და სითბო არ უყვარს.

„ბასტურმის დამზადებისთვის გასუფთავებულ ხორცს ჩავამარილებთ, 8–9 დღის განმავლობაში ვტოვებთ მარილში, შემდეგ სუფთა წყლით კარგად ვრეცხავთ, ვხვრიტავთ, ვკიდებთ და ხმება ქარში და ყინვაში“, - გვეუბნება პოღოს იგიდბაშიანი და სუჯუხის რეცეპტს გვიზიარებს, - „სუფთა ხორცს ვატარებთ, ერთი პორცია 11 კილო უნდა იყოს, ხორცს ვამატებთ 100 გრ შავი პილპილს, 70 გრ სურნელოვან პილპილს, 200 გრ მარილს და ვასხამთ 2 ლიტრ წყალს. კარგათ ვურევთ, ძროხის ნაწლავს კარგად ვასუფთავებთ, ხორცს ვტენით ნაწლავში, ვკრავთ და ვაშრობთ დაკიდულს“.

სონიასა და პოღოსის ოჯახში გაკეთებული სუჯუხი და ბასტურმა ახლა მათი სახლის აივანზე შრება და ხმება. მას შემდეგ რაც ხორცი ამ დელიკატესებისთვის დამახასიათებელ გემოს შეიძენს, სუჯუხისა და ბასტურმის ნაწილს ოჯახში მოიხმარენ, ნაწილს გაყიდიან, ნაწილს კი უცხოეთში, ნათესავებს გაუგზავნიან.

სუჯუხი და ბასტურმა - როგორ ამზადებენ ცნობილ დელიკატესებს სოფელ სხვილისში [ფოტო/ვიდეო]

სუჯუხი და ბასტურმა - როგორ ამზადებენ ცნობილ დელიკატესებს სოფელ სხვილისში [ფოტო/ვიდეო]

[რიმა სარუხანიან, ზურა სულაბერიძე, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ფოტოპროექტი: ადამიანები სხვილისიდან [Photo]
ბატის ჩაშუშული – უძველესი მესხური საახალწლო კერძი [Video]
5 კერძი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში აუცილებლად უნდა გასინჯო
მუსლიმებმა ყურბანი, დაკლული პირუტყვის ხორცი დაარიგეს
მუსლიმებმა ყურბან–ბაირამის აღსანიშნავად შესაწირი დაარიგეს
სოფელ ჭაჭარაქში სომხურ ტრადიციულ ლავაშს აცხობენ [ფოტო/ვიდეო]
რა ჯდება საახალწლო სუფრა