FM97.5 / LIVE

ჯავახეთში სოფლის არასწორი სახელწოდებები პრობლემად რჩება

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.11.2019
ჯავახეთში, აბრებზე დატანილი სოფლის სახელწოდებები კვლავ შესაცვლელია. დასახლებათა უმრავლესობაში ჯერ კიდევ არ ჩაუნაცვლებიათ ძველი სახელები ენის კომიტეტის მიერ დადგენილი ვერსიებით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გასასწორებელია 14 სოფლის სახელწოდება, ნინოწმინდაში კი - 10.

ჯავახეთში სოფლის არასწორი სახელწოდებები პრობლემად რჩება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან 14-ში, ხოლო ნინოწმინდაში 31-დან 10 დასახლების სახელწოდება შესაცვლელია.

ფილოლოგები ამბობენ, რომ აბრებზე სახელები შეცვლილია და ისინი ქართულ ტოპონიმებს არ ჰგავს.

საკითხის შესახებ, დაახლოებით ერთი წლის წინ სოციალურ ქსელში ახალქალაქში მცხოვრებმა, პუბლიცისტმა კუკური მეტრეველმა დაწერა. რის შემდეგაც, საქმეში სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაცია და სახელმწიფო ენის პალატა ჩაერთო.

„გუბერნიაში უკვე რამდენიმე თვეა მისულია ენის სახელმწიფო კომიტეტის მიერ გაგზავნილი რეკომენდაციები და დამპირდნენ, რომ მუნიციპალიტეტების მერიებს დაავალებდნენ, შესაფერის დროს განიხილავდნენ და გადაწყვეტდნენ ამ პრობლემას, რადგან საჯარო რეესტრს სოფლების დასახელებების გასწორება შეუძლია მხოლოდ ადგილობრივი მერიების წარდგინებით“, - ამბობს კუკური მეტრეველი.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საკითხის შესასწავლად მათ სახელმწიფო ენის კომიტეტი ჩართეს, რის შემდეგაც აბრების შეცვლა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაიწყო.

„ჩავრთეთ ენის პალატა, მათ შეისწავლეს საკითხი და გადმოგვიგზავნეს არამხოლოდ ახალქალქისა და ნინოწმინდის სოფლების დაზუსტებული სახელწოდებები, არამედ მთელი რეგიონის. დაზუსტებული სახელები მუნიციპალიტეტებს გადავუგზავნეთ. ეტაპობრივად დაიწყო მათი შესწორება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა“, - განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მათ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან სოფლების დაზუსტებული სახელწოდებები არ მიუღიათ, შესაბამისად, არც რეესტრისთვის მიუმართავთ შეცდომების გასასწორებლად.

„ჩვენთან გუბერნიისგან დაზუსტებული სახელების სია არ მოსულა. ჩვენთვის კი არ უნდა მოემართათ, ისინი საჯარო რეესტრს თვითონ მიმართავდნენ შესასწორებლად“, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი.

რაც შეეხება ნინოწმინდის სოფლებს, მერი, ანივარდ მოსოიანი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში ასეთი პრობლემა არ ყოფილა: „ჩვენთან არ არის დაფიქსირებული არასწორი ბანერები. ეს ჩვენ არ გვეხებოდა, ალბათ ახალქალაქს ეხება“.

პუბლიცისტი კუკური მეტრეველის თქმით, სახელწოდებები, რომლებიც ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ, მერაბ ბერიძესთან და ენის სახელმწიფო კომიტეტთან ერთად დაზუსტდა, მოიცავს, როგორც ახალქალაქის, ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს და მთლიანობაში გასასწორებელია 24 სოფლის დასახელება. მათ ნაწილში პრობლემას სახელწოდებების დაბოლოება წარმოადგენს, ნაწილში ბგერის ცვლილება, რამდენიმე სოფელს კი ძველი ტოპონიმი აღარ აქვს.

სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მარინა გაჩეჩილაძის განმარტებით, ენის კომიტეტმა უკვე არსებული სახელების სწორი ფორმები გადააზუსტა: „საუბარი ეხებოდა სოფლების დაბოლოებებს და არა მათი ძველი სახელწოდებების აღდგენას. ეს კიდევ სხვა მხარეა. დასახელებების ბოლო ნაწილები იყო შეცვლილი ან გადაშლილი“.

შეცდომით დაწერილი ბანერების ნაწილი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ივლისში შეცვალა. მეტრეველის თქმით, ამ ეტაპზე, მხოლოდ ხუთი სახელწოდება შეიცვალა:

„ახალქალაქში საგზაო ნიშნებზე გაასწორეს მხოლოდ სამი: ზაკვი, ბოჟანო და კაჭიო, დადეშის და მაჭატიის უკანონო ტრაფარეტები მოხსნეს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გასასწორებელია 10 სოფლის დასახელება. ტრაფარეტზე გაასწორეს მხოლოდ: მამწვარა და უჯმანა“.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არამხოლოდ ბანერების ცვლილება, არამედ სოფლის სახელების საჯარო რეესტრში სწორი ფორმით დარეგისტრირება: "ჯავახავტოგზის" უფროსი, [კომპანია, რომელსაც დეპარტამენტისგან აბრების შეცვლა დაევალა] მპირდება, რომ სხვებსაც გაასწორებს ეტაპობრივად, მაგრამ ეს არ კმარა. მთავარია საჯარო რეესტრში გასწორდეს ბოლო წლებში შეცდომით დარეგისტრირებული ამ სოფლების სახელები“, - ამბობს მეტრეველი.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე პრობლემად რჩება შემდეგი სოფლის სახელწოდებები:

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი:

ღადოლარი - უნდა იყოს - ღადო
მაჯადია - უნდა იყოს - მაჭატია
ჩამდურა - უნდა იყოს - ჩამძვრალა
ზაკი - უნდა იყოს - ზაკვი
თირკნა - უნდა იყოს - დირყნა
კულიკამი - უნდა იყოს - გულიკამი
ფილიპოვკა - უნდა იყოს - ძველი კარწახი
ალათუმანი - უნდა იყოს - ალათუბანი
ბეჟანო - უნდა იყოს - ბოჟანო
კოჩიო - უნდა იყოს - კაჭიო
მოდეგამი - უნდა იყოს - მოდეგა
სირკვა - უნდა იყოს - სირქვა
ზრესი - უნდა იყოს - ზრესკი
დავნია - უნდა იყოს - დაბნია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი:

განძა- უნდა იყოს - განძანი
კალინინო - უნდა იყოს - სამება
მამზვარა - უნდა იყოს - მამწვარა
უჩმანა - უნდა იყოს - უჯმანა
ოროჯოლარი - უნდა იყოს - ორაჭალა
სათხა - უნდა იყოს - სათხე
ასპანა - უნდა იყოს - ასფარა
რადიონოვკა - უნდა იყოს - თავფარავანი
ტამბოვკა - უნდა იყოს - შაორი
ვლადიმიროვლკა - უნდა იყოს - მახარონი

„ეს საკითხი თუ თაროზე შემოიდო, შეიძლება თავიდან გახდეს დასაწყები“, - ამბობს მეტრეველი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ჯავახეთი]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.04.2020 დაგვიცავს თუ არა ვირუსისგან ქართული წარმოების პირბადეები

10.04.2020 როგორ ახერხებენ ვარჯიშს კარანტინში მყოფი სპორტსმენები [ვიდეო]

09.04.2020 აბასთუმნის მიწათსარგებლობის და განაშენიანების გენგეგმა დამტკიცდა

09.04.2020 ბორჯომში მე–12 სართულიდან ძაღლის გადმოგდებისთვის 31 წლის კაცი დააკავეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ბანერების საკითხის შესწავლაში სამხარეო ადმინისტრაცია ჩაერთო
ახალქალაქის მერიამ სოფლების აბრების საკითხის შესწავლა დაიწყო
ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დატანილი დასახელებები შეიცვლება
ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დაწერილი დასახელებები ივლისიდან შეიცვლება
ახალქალაქის სოფლების აბრებზე დატანილი სახელები მეორედ გადაღებეს
ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დატანილი დასახელებები ისევ არ შეუცვლიათ
ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დატანილი დასახელებები შეცვალეს