FM97.5 / LIVE

ანის სკოლის დირექტორისა და პედაგოგის საქმე სააპელაციომ მიიღო

მთავარისიახლე, სამართალი 27.11.2019
მას შემდეგ რაც, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ანის სკოლის მასწავლებლის სარჩელი დააკმაყოფილა, დირექტორმა საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ანის სკოლის დირექტორისა და პედაგოგის საქმე სააპელაციომ მიიღო

„სასამართლომ მიიღო წარმოებაში, მომივიდა წერილი, სხდომა როდისაა არ ვიცი“, – ამბობს სკოლის დირექტორი მარიამ კაპანაძე.

სააპელაციოდან შეტყობინება ჯერ არ მისვლიათ ანა კეღოშვილსა და მის ადვოკატ, ეკა აბაშიძეს.

„ჯერ არაფერი ჩამბარებია, მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება როდისაა სასამართლო“, – გვითხრა აბაშიძემ.

სოფელ ანის საჯარო სკოლის მასწავლებელს ანა კეღოშვილს, დირექტორის მოთხოვნით, დისციპლინურმა კომიტეტმა საყვედური 24 ივნისს გამოუცხადა.

მას სკოლის დირექცია სამასწავლებლოში ტელეფონით ფარულად ხმის ჩაწერას ედავებოდა. ანა კეღოშვილი კი სასამართლოში, იმ სხდომის ოქმისა და ბრძანების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც მას საყვედური გამოუცხადეს, პირად საქმეში შეტანით.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ კეღოშვილის სასარგებლოდ გადაწყვეტილება 20 სექტემბერს გამოიტანა.

მოსამართლე გია ბერაიმ, ანა კეღოშვილის საჩივარი დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმისა და ბრძანების გაუქმების შესახებ სრულად დააკმაყოფილა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

09.12.2019 ახალციხის 29 ქუჩას ორი დღე სასმელი წყალი არ ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ანის სკოლის დირექტორის და პედაგოგის საქმე სააპელაციოში გაგრძელდება
ანის სკოლის დირექტორს პედაგოგმა სასამართლო დავა მოუგო
ანის სკოლის პედაგოგის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
ანის სკოლის მასწავლებელმა დისციპლინური სახდელის გაბათილებისთვის სასამართლოს მიმართა
ანის სკოლის საქმეზე  მთავარი მოწმეები დაიკითხნენ
კონფლიქტი ანის სკოლაში – მასწავლებელი დირექტორს  სასამართლოში უჩივის
ბორჯომის სკოლაში მოსწავლის შეურაცხყოფისთვის მასწავლებელმა სასტიკი საყვედური მიიღო