FM97.5 / LIVE

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.11.2019
საქართველო, 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს უხელმძღვანელებს.

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავმჯდომარეობის გადაცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, დღეს 27 ნოემბერს გაიმართება.

საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადაიბარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სტრასბურგში იმყოფება.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს განსაზღვრული აქვს ოთხი პრიორიტეტი: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

„საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ 2015 წელს შეიმუშავა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც არის მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ასპექტების განვითარებისა და შემდგომი კონსოლიდაციის მხრივ. თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველო, 2020 წლის 23 მარტს სტრასბურგში ჩაატარებს მრგვალ მაგიდას „ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება“, რომელიც გამიზნული იქნება ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებზე და მოიცავს ორ მთავარ მიმართულებას - ევროპის საბჭოს სტანდარტების პოპულარიზაცია და საქართველოს მიღწევებისა და გამოცდილების გაზიარება“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა.

თავმჯდომარეობის ექვსი თვის განმავლობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.

[sknews.ge]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ზალკალიანი ევროპის ქარტიის რატიფიკაციის შესახებ
პრობაციის ეროვნული სააგენტოს  საქმიანობა  ევროპის საბჭომ   რეგიონში სამაგალითოდ  აღიარა
მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი ევროპის საბჭოს  მინისტრთა კომიტეტმა არ განიხილა
შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში დირექტორი და მოადგილე დანიშნეს
დონალდ ტუსკმა კონფერენციაზე ვაჟა–ფშაველას ციტატა ქართულად წაიკითხა
მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თასის გამარჯვებულია
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება [R]