FM97.5 / LIVE

რა ეტაპზეა საცურაო აუზის მშენებლობა ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.11.2019
ახალციხეში საცურაო კომპლექსის აშენებისთვის პროექტი ჯერ კიდევ მზადდება. მერიაში ამბობენ, რომ პროექტის სამი ესკიზიდან ერთი შეარჩიეს. სამშენებლო სამუშაოებისათვის ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.

რა ეტაპზეა საცურაო აუზის მშენებლობა ახალციხეში
ადგილი, სადაც სპორტული კომპლექსი უნდა აშენდეს

ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კარკასი“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებს 218 360 ლარად შეასრულებს. მასთან ხელშეკრულება აგვისტოში დაიდო, თუმცა ამ დრომდე პროექტირება არ დასრულებულა.

„ჯერ მიმდინარეობს პროექტირება. კომპანიას 2021 წლამდე აქვს ხელშეკრულების ვადა. ამის შემდეგ, სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება ტენდერი“, - განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ახალციხეში სპორტული კომპლექსი მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მშენებლობის შემდეგ მის მოვლა-პატრონობაზე გარკვეულ პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტი აიღებს: „ჩვენთან აუზი იმიტომ დაიხურა, რომ იქ არ იყო სისუფთავე. ამჯერად, ჰოლანდიური და ავსტრიული ფილტრები იქნება დაყენებული და მისი შენახვა მოხდება თანადაფინანსებით, მაგრამ ჯერ ვერ ვისაუბრებთ თანხაზე, სანამ ხარჯთაღრიცხვა არ მოხდება“, - ამბობს მერის მოადგილე გურამ მელიქიძე.

მისივე თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მათთან უკვე გადაიგზავნა პროექტის სამი ესკიზი, რომელთაგანაც ერთი შეირჩა: „ახლა უკვე მზად არის, პროექტის სამი ვარიანტი, ფასადისა და ინტერიერის გადმოგვიგზავნეს. შერჩეულია და გადაგზავნილიც არის. აუზის მშენებლობა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება იქნება“.

ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობისათვის ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. პირველად იგი ტენდერში მონაწილე კომპანიისათვის დისკვალიფიკაციის მინიჭების გამო ჩავარდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის შენობაში დახურული საცურაო აუზი (ცურვის სხვადასხვა დისტანციაზე,სინქრონული ცურვა, წყალბურთი) ტრიბუნები, საჭყუმპალაო, სავარჯიშო დარბაზები და ადმინისტრაცია უნდა განთავსდეს.

გარდა ამისა, კომპლექსმა უნდა მოიცვას პარკინგის ადგილი, მთავარი შესასვლელი რეგისტრატურით, ჰოლი, სადაც შეიძლება განთავსდეს სწრაფი კვების პუნქტი, კომერციული ობიექტები, სველი წერტილები, ექიმის კაბინეტი, დაცვის ოთახი.

ამავე შენობაში იგეგმება კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობისა და სატრენაჟორო სავარჯიშო დარბაზების მოწყობა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საცურაო აუზის მშენებლობისთვის  საპროექტო დოკუმენტების მომზადება მარტში დასრულდება
ახალციხეში საცურაო აუზის პროექტის მოსამზადებლად კომპანია შეირჩა
რატომ ჭიანურდება საცურაო აუზის მშენებლობა ახალციხეში
ახალციხეში საცურაო აუზის პროექტის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
აშენდება თუ არა საცურაო აუზი ახალციხეში - გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა
ახალციხეში საცურაო აუზი აშენდება
მოხეს სკოლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა