FM97.5 / LIVE

აბასთუმნის ობსერვატორიას კვლავ მაია თოდუა უხელმძღვანელებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.11.2019
აბასთუმნის ობსერვატორიას უკვე ახალი სტატუსი აქვს. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აღარ ეკუთვნის, თუმცა განათლების სამინისტროს ექვემდებარება. თანამშრომლების მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ობსერვატორიის დირექტორი არ შეიცვლება.

აბასთუმნის ობსერვატორიას კვლავ მაია თოდუა უხელმძღვანელებს

მთავრობის 30 სექტემბრის დადგენილება (N 475) ობსერვატორიის სტატუსის ცვლილების შესახებ, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს, ძალაში სრულად 24 ნოემბრიდან შევიდა.

ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელთა ნაწილი დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბებას დაახლოებით ათი წლის განმავლობაში ითხოვდა. ისინი ხელმძღვანელის, კადრებისა და წესდების ცვლილებასაც ითხოვდნენ.

მოთხოვნის მიუხედავად, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ-ში, სახელწოდებით „საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია“ ხელმძღვანელის პოსტს კვლავ მაია თოდუა იკავებს.

„ხელმძღვანელის არჩევა კანონით გათვალისწინებული არ იყო, ამიტომ სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მოვალეობის შემსრულებლად დაეტოვებინა იგივე ადამიანი, ვინც იყო ილიას უნივერსიტეტში დირექტორი. ჯობდა კადრები განახლებულიყო, მაგრამ ვნახოთ, იქნებ შეცვალონ მათ არსებული პოლიტიკა“, - ამბობს ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი თეიმურაზ კვერნაძე.

მისივე თქმით, თანამშრომელთა გარკეულ ჯგუფს, ხელმძღვანელის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურა ჰყავდა და იგი სამინისტროს შესთავაზეს კიდეც, თუმცა საბოლოოდ გადაწვეტილება უწყებაში მიიღეს.

დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ, ობსერვატორიაში რეორგანიზაცია დაიწყო, მათ ახალი საშტატო ნუსხა უნდა დაამტკიცონ და ახალი წესდებით იხელმძღვანელონ. თეიმურაზ კვერნაძე მიიჩნევს, რომ ეს გარდამავალი პერიოდია და სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, დაახლოებით ექვს თვეში, ობსერვატორიაში ხელმძღვანელის ასარჩევად არჩევნებიც გაიმართება: „მაქსიმუმ ექვს თვეში უნდა ჩატარდეს არჩევნები, თუმცა მანამდე სტრატეგიული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. კონკურსი უნდა გამოცხადდეს, სამეცნიერო საბჭო უნდა შეიქმნას და ამ ყველაფრის შემდეგ, ჩატარდება. იქ კანდიდატურას ჩვენი ჯგუფიც დააყენებს. ეს არის დროებითი, გარდამავალი პერიოდი, რომ კანონის მიხედვით დაინიშნოს ნამდვილი დირექტორი“.

ამჟამად აბასთუმნის ობსერვატორიას 125 თანამშრომელი ჰყავს, მათგან დაახლოებით 15 თბილისში მუშაობს.

რეორგანიზაციის შემდეგ, ისინი კვლავ საკუთარ პოზიციებზე რჩებიან. „იმ ბრძანების მიხედვით, რომელიც გამოიცა, არანაირი გათავისუფლება არ მოხდება და ყველაფერი ავტომატურად გადადის, ყველა რჩება თავის ადგილზე“, - უთხრა ობსერვატორიის ხელმძღვანელმა მაია თოდუამ „სამხრეთის კარიბჭეს“.

ამავე თემაზე ნახეთ - ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის ობსერვატორიაში სამეცნიერო საბჭოს არჩევნებისთვის ემზადებიან
‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე
ილიაუნის აბასთუმნის ობსერვატორია ჩამოერთმევა და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდება
კვირის აქცენტი: ცვლილებები აბასთუმნის ობსერვატორიაში [ვიდეო]
აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა [ფოტო]
აბასთუმნის ობსერვატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია ხუთი თვის დაგვიანებით დასრულდება