FM97.5 / LIVE

როგორ დაიგეგმა ადიგენის 2020 წლის ბიუჯეტი

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.11.2019
ადიგენის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 6 415 800 ლარის დახარჯვას ითვალისწინებს. წინა წელთან შედარებით, ეს თანხა მილიონი ლარით მეტია. მთავარი ფინანსური დოკუმენტის სამი მთავარი პრიორიტეტი მმართველობითი ხარჯები, ინფრასტრუქტურა და განათლებაა.

როგორ დაიგეგმა ადიგენის 2020 წლის ბიუჯეტი

მომდევნო წელს ყველაზე მეტი, 2 294 000 ლარი, მერიისა და საკრებულოს საქმიანობის უზრუნველყოფას მოხმარდება(მმართველობითი და საერთო დანიშნულების ხარჯები).

შემდეგი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარებაა, რისთვისაც ადიგენის მერია 2 174 600 ლარს ითვალისწინებს. აქედან გზების მოვლა–შენახვისთვის - 620 000, კომუნალური ინფრასტრუქტურისთვის - 698 000, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის კი 588 900 ლარია განსაზღვრული.

ბიუჯეტის პროექტით, 612 000 ლარი დაიხარჯება განათლებაზე. თანხა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს მოხმარდება.

„მუნიციპალიტეტში სულ 800 სამი წლის ზემოთ და სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებული, ტერიტორიაზე განთავსებულ 10 საბავშვო ბაღში დღეის მდგომარეობით შესაძლებელია 650 ბავშვის სწავლება. ხოლო 120 ბავშვი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს შესაბამისი მომსახურებით“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში, რომელშიც ასევე ახსნილია, რატომაა საჭირო ბაღის აღმზრდელების გადამზადებაც, - „შესწავლილი იქნა არსებულ ბაღებში სწავლების ხარისხი და დადგინდა რომ საბავშვო ბაღის დამთავრებული 160 ბავშვიდან მხოლოდ 30 პროცენტი აკმაყოფილებს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტანდარტს. რაც ძირითადად აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაციით არის გამოწვეული“.

ბიუჯეტის სხვა ხარჯები ასე გამოიყურება:

მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 502 300 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხის ძირითადი ნაწილი, 421 400 ლარი, სოციალურ პროგრამებში დაიხარჯება, 80 000 ლარს კი ადიგენის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური მიიღებს.

კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტში 430 900 ლარია გაწერილი. აქედან სპორტის ხელშეწყობას - 166 100, კულტურის განვითარებას - 202 800, ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობას კი 50 000 ლარი მოხმარდება.

გარემოს დაცვისთვის 2020 წელს 401 900 ლარი გამოიყოფა. თანხა ადიგენის დასუფთავების სამსახურს გადაერიცხება. ბიუჯეტის პროექტში არაფერია გამოყოფილი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისთვის.

[რობი ზარიძე, ადიგენი]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით დაიგეგმა
ადიგენის 2020 წლის ბიუჯეტი რვა მილიონ ლარზე მეტია
ადიგენში რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა გზების მოასფალტებას მოხმარდება
რაში დაიხარჯება 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტი ახალციხეში
რაში დაიხარჯება ახალციხის ბიუჯეტი 2017 წელს
სამცხე–ჯავახეთში მომავალი წლის ბიუჯეტები დამტკიცდა
ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული