FM97.5 / LIVE

თბილისში დაგეგმილ აქციას ახალციხიდანაც შეუერთდებიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 25.11.2019
დღეს, 25 ნოემბერს თბილისში, პოლიტიკური პარტიების მიერ დაგეგმილ აქციას ახალციხიდან „ევროპული საქართველოსა“ და "ნაციონალური მოძრაობის" დაახლოებით 150-ზე მეტი მხარდამჭერი შეუერთდება.

თბილისში დაგეგმილ აქციას ახალციხიდანაც შეუერთდებიან

საპროტესტო აქცია 19:00 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ დაიძვრებიან.

„30–ზე მეტი ადამიანი მივდივართ აქციაზე. ხელისუფლებამ გადააგდო საქართველოს მოსახლეობა. პროტესტის აზრი ისაა, რომ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, მთავრობამ სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ან გერმანული მოდელით, ან სრულიად პროპორციული სისტემით“, – ამბობს ევროპული საქართველოს ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გელა დემეტრაძე.

„120 კაცზე მეტი წავედით, ცოტახნის წინ 5–6 მიკროავტობუსი წავიდა და ჩვენც უკვე გზაში ვართ“, – გვითხრა "ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დავით ბალიაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა 25 ნოემბერის აქციაზე გუშინ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იმსჯელეს. აქციის ორგანიზატორები პარლამენტის შენობის პიკეტირებასაც გეგმავენ. 26 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს.

საპროტესტო აქციები სლოგანით #სირცხვილია რუსთაველის გამზირზე 14 ნოემბრიდან განახლდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას გამართავენ
რუსთაველზე დაგეგმილ აქციას სამცხე–ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდებიან
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა
აქციის ორგანიზატორები: 24 ივნისს 14:00 საათზე ავტოკოლონა შსს-კენ სიგნალებით გაემართება
ენმ–ს აქციას მხარდამჭერები ახალციხიდანაც შეუერთდებიან
‘ბიძინამ ქართველი ხალხი გადააგდო’,– თბილისში აქციას სამცხე–ჯავახეთიდან უერთდებიან
„რუსთავი  2“-ის აქციას სამცხე–ჯავახეთიდანაც უერთდებიან