FM97.5 / LIVE

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.11.2019
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია დღეს, 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება. იგი მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა, საიდანაც იწყება 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. კამპანია 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დამთავრდება.

იგი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.

კამპანიის ძირითადი თემა წელს სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება. საქართველოს ომბუდსმენის ინფორმაციით, მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირების და შესაბამისი პრაქტიკის განვითარების მხრივ. ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ფორმის - სექსუალური შევიწროების შესახებ ბოლო წლებში მიმდინარე აქტიური მსჯელობის შედეგად, 2019 წლის 19 თებერვალს სექსუალური შევიწროება აიკრძალა საკანონმდებლო დონეზე და დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად გაიწერა. ამასთან, ამავე წლის 3 მაისის ცვლილებებით, საჯარო სივრცეში ჩადენილი სექსუალური შევიწროება მიჩნეულ იქნა სამართალდარღვევად, რაზეც მანდატი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა. კანონმა სექსუალური შევიწროება განსაზღვრა როგორც სექსუალური ხასიათის არასასურველი ფიზიკური, სიტყვიერი ან არასიტყვიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მტრულ გარემოს უქმნის მას.

სახალხო დამცველის პრაქტიკის თანახმად, სექსუალური შევიწროება ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული ფორმაა, რომლის ყველაზე მეტ სავარაუდო შემთხვევას შრომით ურთიერთობებში აქვს ადგილი. როგორც წესი, მსხვერპლი ქალები სამართლებრივი დაცვის საშუალებებს მხოლოდ სამსახურის დატოვების შემდეგ მიმართავენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამართლებრივ კონტექსტთან ერთად, სექსუალური შევიწროების შემთხვევებს თან ახლავს ფსიქო-სოციალური ასპექტები, რომლებიც არსებითად განაპირობებს ინციდენტის შემდეგ მსხვერპლის ქცევას, მის მოწყვლადობას და გადაწყვეტილებას სამართლებრივი რეაგირების შესახებ.

[sknews.ge]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს: 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოვლინდა
ლომჯარია: საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევები  განსაკუთრებით პრობლემურია
ძალადობისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე მართლწესრიგის ოფიცრების გადამზადება დაიწყო
სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ახალციხეში შეხვედრა გამართეს
შსს სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას გეგმავს
კვლევის მიხედვით ქალზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამცხე–ჯავახეთშია