ევროკავშირი საქართველოსა და სომხეთს ტერიტორიული თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს

მთავარიეკონომიკა 14.10.2013
სომხეთში, ქალაქ სტეპანავანში, ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში რეგიონული კონფერენცია გაიმართა, თემაზე: „გზა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტერიტორიული თანამშრომლობის გამყარებისკენ: სომხეთ-საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა“

ევროკავშირი საქართველოსა და სომხეთს ტერიტორიული თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
კონფერენციას საქართველოსა და სომხეთის ხუთი რეგიონიდან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების დაახლოებით 100 წარმომადგენელი ესწრებოდა. ეს იყო სომხეთის ტავუშის, ლორისა და შირაქის რეგიონები და საქართველოს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სასაზღვრო რეგიონები. საქართველოს ქვეყნის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი წარმოადგენდა. მასპინძელ მხარეს, სომხეთს კი ქვეყნის ტერიტორიული მართვის მინისტრის მოადგილე ვაჩე ტერტერიანი.

კონფერენციას ორი მიზანი ქონდა: პირველი და ძირითადი მიზანი იყო სომხეთისა და საქართველოს სასაზღვრო ტერიტორიების ფართო აუდიტორიისთვის წარედგინათ ის შესაძლებლობები, რომლით სარგებლობაც ევროკავშირის ამ პროგრამაში მონაწილეობის პირობით შეეძლებათ და მეორე - ორ მხარეს შორის არსებული პრობლემების განხილვა და შესაძლო გადაწყვეტილებების მიღება.

კონფერენციის მონაწილეებმა თავიანთი რეგიონების პოტენციალი და რესურსები წარმოადგინეს, ასევე კონკრეტული წინადადებები სხვადასხვა სფეროებისა და სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების საკითხებში. ღონისძიების ორგანიზატორები სასაზღვრო რეგიონებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ელიან, როგორც თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე, რომელთაც პროექტის მიმდინარეობისას მეზობელ ქვეყანაში პარტნიორები იპოვეს.

„მაგალითად, ორგანიზაციებს საზღვარზე არსებული საბაჟო რეჟიმის შესახებ მეტი ეცოდინებათ. ისინი უკეთ შეძლებენ ორიენტირებას, რაც ბიზნესის დაგეგმვაში დაეხმარებათ. ფერმერები ინფორმაციას მიიღებენ საქართველოსა და სომხეთში არსებული ატმოსფერული პირობების შესახებ. ესეც შედეგს გააუმჯობესებს. შესაძლებელია ერთობლივი მუშაობა გზების რემონტზე ტაშირის გავლით საქართველოს მხარეს გუგუთზე და შემდეგ. ჩვენ ამ გზის გარემონტებას ვერ შევძლებთ, მაგრამ პროექტის დამუშავება შეგვიძლია. შესაძლებელია ორი კვლევითი ცენტრის შეერთება, რომლებიც ბევრ საქმეს აკეთებენ, მაგალითად ბუნებრივი რესურსების, დაბინძურების წყაროების კვლევით არიან დაკავებული“, - ამბობს „გზა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტერიტორიული თანამშრომლობის გამყარებისკენ: სომხეთ-საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის“ ხელმძღვანელი ალექსეი სეკარევი.

ასეთივე კონფერენცია 4 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა. ტერიტორიათშორის კონფერენცია გაიმართა ევროკავშირის პროგრამის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტერიტორიული თანამშრომლობის“ ფარგლებში. ეს პროგრამა ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიულ ერთეულებს შორის, ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანს, ბელორუსიასა და უკრაინას და უკრაინასა და მოლდოვეთს შორის.

პროგრამის ძირითადი მიზანი რეგიონებში მშვიდობის მხარდაჭერაა.

„ევროკავშირი ამ რეგიონს მშვიდობის რეგიონად ხედავს და მიზნის მისაღწევად სხვადასხვა მეთოდებს ეძებს. ერთ-ერთი ხერხი ხალხის რეგიონულ დონეზე დაახლოებაა და მათაც სასაზღვრო რაიონებით დაიწყეს. პროგრამის მომავალი მის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული“, - ამბობს ალექსეი სეკარევი.

ევროკავშირი საქართველოსა და სომხეთს ტერიტორიული თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა სხვადასხვა სახის პროექტებისთვის გრანტების გამოყოფას ითვალისწინებს. ამისთვის ევროკავშირი ყველა ქვეყნისთვის 12.5 მლნ ევროს გამოყოფს. თანხა ასე განაწილდება: 1.8 მლნ ევრო საქართველო-სომხეთი, 1.8 მლნ ევრო საქართველო-აზერბაიჯანი, ბელორუსია-უკრაინა 4.025 მლნ ევრო, მოლდოვა-უკრაინა 4 მლნ ევრო, ხოლო პროგრამის მენეჯმენტისთვის 0.875 მლნ ევრო იქნება გათვალისწინებული.

სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს გრანტების მიღება 10%-იანი თანადაფინანსების პირობით შეეძლებათ. გამოყოფილი გრანტების რაოდენობა 20.000 ევროდან 250.000 ევრომდე იქნება.

პროგრამაში ბევრი პრიორიტეტული მხარეა და მონაწილეებს საკმაოდ ფართო არჩევანი ეძლევათ.

„პრიორიტეტული მიმართულებები იქნება თავად რეგიონისთვის პრიორიტეტული თემები. სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა და გარემოს დაცვა. საქმე ისაა, რომ ევროკავშირი საკმაოდ ფართო ჩარჩოებს აწესებს ამ სამი მიმართულებით: სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და ცხოვრების დონის ამაღლება; მეორეა ერთობლივი პროექტები, რომლებიც საზღვრებზე გაივლის და მესამე კონტაქტები მოსახლეობას შორის სპორტის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სხვა სფეროებში. მაგალითად, ტრადიციული ხელობის ნამუშევრების გამოფენა, სკოლის მოსწავლეთა ვიზიტები ან სპორტული შეჯიბრებები“, - ამბობს ალექსეი სეკარევი.

[ქრისტინა მარაბიანი, სტეპანავანი]


17.01.2017 მოხის სკოლის საქმეს განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს

16.01.2017 რამდენით და რომელ პედაგოგებს ემატებათ ხელფასი იანვრიდან

16.01.2017 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.01.2017 'ორბელიანი–საქართველომ' იდეების კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

17.01.2017 2016 წელს, სიმთვრალის გამო, მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა

17.01.2017 დღეს საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება

16.01.2017 მთის ამბები: აკაკი ბერიძის ვიდეობლოგი ჯავახეთიდან [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

მსგავს თემაზე

ევროკავშირის შეთავაზება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს
საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართება
თანამშრომლობის დეკლარაცია საქართველოსა და ჩინეთს შორის [R]
ქართულ-სომხური საგანმანათლებლო ბანაკი დასრულდა