FM97.5 / LIVE

ახალქალაქის სოფლების აბრებზე დატანილი სახელები მეორედ გადაღებეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.11.2019
გადაღებილი აბრა სოფელ ზაკვთან და ბოჟანოსთან ადგილობრივებმა რამდენიმე დღის წინ შენიშნეს. იურისტები აცხადებენ, რომ საკითხით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ.

ახალქალაქის სოფლების აბრებზე დატანილი სახელები მეორედ გადაღებეს
აბრა, ასოების გადაღებვის შემდეგ, ფოტო: კუკური მეტრეველი

ახალქალაქში, სოფელ ზაკვის აბრაზე, უცნობმა პირებმა ბოლო ორი ასო დაახლოებით სამი დღის წინ წაშალეს.

„ჯერ არასწორად ეწერა სახელი, ახლა კი ლურჯი საღებავით თვითნებურად გადაღებეს“ ,–ამბობს ადგილობრივი ლაშა ბერიძე.

ამ სოფელში აბრაზე წარწერის გადაშლის ეს პირველი შემთხვევა არ არის, ვიდრე საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სოფელს თავდაპირველ სახელს დაუბრუნებდა აბრაზე ზაქვი ეწერა, ბოლო ორი სიტყვა აქაც წაშლილი იყო.

ადგილობრივების განმარტებით, ასევე გადაღებილია სოფელ ბოჟანოს აბრაც.

აბრაზე ბოჟანო წერია, საღებავით კი ბეჟანოდაა გადაკეთებული.

კომპანია „ჯავახავტოგზაში“ ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ახალქალაქში ხშირია.

„ჩემმა თანამშრომელმა დამირეკა, კიდევ გადაუღებავთო. ადრეც რამდენჯერმე გავწმინდეთ საღებავები. არის შემთხვევები როცა მოსახლეობა თვითნებურად დგამს აბრებს. ამაზე ჩვენი კომპანია შესაბამისად რეაგირებს. ზაკვის აბრაზეც მოვაშორებთ საღებავს“, - ამბობს „ჯავახავტოგზას“ დირექტორი ნოდარ ინასარიძე.

თავდაპირველად აბრებზე არასწორად დატანილი სახელების შესახებ, პუბლიცისტმა კუკური მეტრეველმა სოციალურ ქსელში დაწერა. ამის შემდეგ აბრებზე შეცდომით დატანილი სახელები შეცვალეს.

„მხოლოდ წაშლა საკმარისი არაა, მსგავსი შემთხვევები უფრო საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ შესაბამისმა უწყებებმა“ - ამბობს კუკური მეტრეველი და ამატებს : "ბოჟანოში საერთოდ არ იყო ტრაფარეტი. ჩემი დიდი ხნის დავის და გზების დეპარტამენტის მთითებით მოიჯარე ორგანიზაციამ დაამონტაჟა ახალი ტრაფარეტები სოფელ ღადოსთან სადაც ბეჟანოც და კოჭიოც გაასწორეს როგორც ისტორუად ერქვა და დაწერეს ბოჟანო და კაჭიო. ბოჟანოს წარწერაში "ო" ასო, "ე" ასოდაა გადაკეთებული, მაგრამ "ო" მაინც იკითხება".

კუკურის მსგავსად საკითხის სიღმისეულად შესწავლას ითხოვს საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილიც.

„უნდა გაძლიერდეს სამართალდამცავების მხრიდან კონტროლი. უნდა გაირკვეს, თუ რატომ ახდენს საზოგადოება ამის დემონსტრირებას, გადაშლას, რა მიზანი აქვს. ამ თემაზე მუნიციპალიტეტმა უნდა ისაუბროს“.

ახალქალაქის მერის, იური უნანიანს მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს: „არ ვიცით, პირველად მესმის, დავინტერესდებით აუცილებლად ამ საკითხით“.

ახალქალაქის სოფლების აბრებზე დატანილი სახელები მეორედ გადაღებეს
აბრა გადაღებვამდე, ფოტო: კუკური მეტრეველი

ახალქალაქის სოფლების აბრებზე დატანილი სახელები მეორედ გადაღებეს
ფოტო: კუკური მეტრეველი

[რობი ზარიძე, ახალქალაქი]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.01.2020 2020 წელს ახალციხის სკოლებისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება

21.01.2020 ახალციხის საკრებულოში 13 240 ლარის ჯილდო გაიცა

21.01.2020 აშშ–ს ელჩი ვადაგასულ მედიკამენტებზე: 'ინფორმაციის გაშუქებამ პოლიტიზებული სახე მიიღო'

21.01.2020 არალში გოგონებისთვის ძიუდოს კლუბი დაფუძნდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დატანილი დასახელებები შეცვალეს
ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დაწერილი დასახელებები ივლისიდან შეიცვლება
ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დატანილი დასახელებები ისევ არ შეუცვლიათ
ახალქალაქში ბანერების საკითხის შესწავლაში სამხარეო ადმინისტრაცია ჩაერთო
ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დატანილი დასახელებები შეიცვლება
ახალქალაქში ათამდე სოფლის დასახელება აბრებზე შეცდომით წერია
‘შეცვალეთ საგზაო ნიშნებზე სომხური ალფაბეტით დატანილი წარწერები’ – საგზაო ახალქალაქის მერიას