FM97.5 / LIVE

ახალციხის შემდეგ ‘დაბოქლომება’ რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში სცადეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 22.11.2019
ნინოწმინდა–ახალქალაქის და ადიგენის „ევროპული საქართველოს“ ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს, 22 ნოემბერს მაჟორიტარი დეპუტატების კაბინეტების „დასაბოქლომებლად“ მივიდნენ, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პოლიციის თანამშრომლებმა ამის უფლება არ მისცეს.

ახალციხის შემდეგ ‘დაბოქლომება’ რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში სცადეს

ნინოწმინდასა და ახალქალაქში „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის არსენ კარაპეტიანის თქმით, მას ბოქლომის „ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის კაბინეტის კარზე უნდა დაედო.

„თვითონვე აქვთ დაბლოკილი, ნინოწმინდაში საკრებულოს მერიის თანამშრომლები დგანან, იცავენ მაჟორიტარის კაბინეტებს“, – ამბობს კარაპეტიანი.

უშედეგოდ ცდილობდნენ მერიის შენობაში შესვლას ადიგენშიც.

„შესვლა ვერ მოვახერხეთ, დილის ცხრა საათიდან იქ იდგა პოლიციის უფროსი, მოადგილე პოლიციელები, მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, დეპუტატები, თანამშრომელი, რას შევიდოდი“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სიმონ პარუნაშვილი.

კარაპეტიანიც და პარუნაშვილიც ამბობენ, რომ ისინი კვლავ მივლენ და ცდიან ბოქლომების დადებას: „ავალთ და ბოლოს მაინც დავლუქავთ“.

რაც შეეხება ასპინძასა და ბორჯომს, აქ მაჟორიტარის კაბინეტთან არავინ მისულა.

„ჩვენი მაჟორიტარი გედი ფოფხაძეა, ის აღარ არის მმართველ გუნდში, ამიტომ ჩვენთან არ ყოფილა არაფერი“, – ამბობს ევროპული საქართველოს ასპინძის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტარიელ ლონდარიძე.

დღეს, 22 ნოემბერს, დილით „ევროპული საქართველოს“ ახალციხის ორგანიზაციის წარმომადგენლებს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცის შენობაზე ბოქლომის დადება უნდოდათ. „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის წევრებმა კი ამის უფლება არ მისცეს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დაპირისპირება სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციასთან ‘ევროპელებმა’ შენობაზე ბოლქლომის დადება სცადეს [ფოტო/ვიდეო]
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ურთიერთბრალდებები მეორე ტურის შემდეგ
ასპინძაში ‘ოცნების’ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ როსტომ მაგრაქველიძე აირჩიეს
„ოცნება“ მესხეთში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს ირჩევს
‘ვანომ არ იცის გარეთ რა ხდება’ – სამცხე–ჯავახეთში მერაბიშვილის განცხადებას აფასებენ
‘ოცნების’ წევრი 'ევროპული საქართველოს’ შეხვედრას ტელეფონით იღებდა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს