FM97.5 / LIVE

დაპირისპირება სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციასთან ‘ევროპელებმა’ შენობაზე ბოლქლომის დადება სცადეს [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 22.11.2019
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის ორგანიზაციის წარმომადგენლებს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცის შენობაზე ბოქლომის დადება უნდოდათ. „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის წევრებმა კი მათ ხელი შეუშალეს.

დაპირისპირება სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციასთან ‘ევროპელებმა’ შენობაზე ბოლქლომის დადება სცადეს [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 22 ნოემბერს ახალციხის ადმინისტრაციულ შენობასთან ხმაური იყო. ერთმანეთს „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციას შენობაზე სიმბოლურად ბოქლომის დადება უნდოდა.

„გვინდოდა სიმბოლური აქციის გაკეთება, ადმინისტრაციულ შენობაზე, სადაც განთავსებულია სტრუქტურული ერთეულები, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო. ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენით თავი, მაშინ, როდესაც სესიაზე ჩააგდეს საკითხი პროპორციული სისტემის არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს შენობაში მზად დაგვხვდა ყველა, მთლიანად პარტაქტივი იყო მობილიზიებული, წინასწარ ჰქონდათ ტექსტები მომზადებული, პოლიციაც იყო. როგორც ჩანს, კარგად იცოდნენ, რომ მივდიოდით“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე.

შენობის შესასვლელთან ოპოზიციის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ წევრები დახვდნენ: „ჩვენი ადმინისტრაციული შენობის დაბოქლომება უნდოდათ, პიარკამპანია აქვთ, მარამ ჩვენ მაგის უფლებას არავის მივცემთ. ეგ ხელისუფლება მოვიდა ვარდების რევოლუციით, მაგრამ დღეს ჯაჭვებითა და ბოქლომებით მოძრაობენ. პარტიზანულად მოიპარნენ უნდოდათ შემოჭრა, მაგრამ მაგას ვერ ეღირსებიან, რომ ადმინისტრაციულ შენობებზე ბოქლომები დაადონ“, - ამბობს „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე.
ოპოზიციამ ბოქლომის დადება მაინც მოახერხა, ოღონდ შენობის ადმინისტრაციის ჭიშკარზე.

მსგავსი აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.



დაპირისპირება სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციასთან ‘ევროპელებმა’ შენობაზე ბოლქლომის დადება სცადეს [ფოტო/ვიდეო]

დაპირისპირება სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციასთან ‘ევროპელებმა’ შენობაზე ბოლქლომის დადება სცადეს [ფოტო/ვიდეო]

დაპირისპირება სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციასთან ‘ევროპელებმა’ შენობაზე ბოლქლომის დადება სცადეს [ფოტო/ვიდეო]

დაპირისპირება სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციასთან ‘ევროპელებმა’ შენობაზე ბოლქლომის დადება სცადეს [ფოტო/ვიდეო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხის შემდეგ ‘დაბოქლომება’ რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში სცადეს
ახალქალაქში ”ქართული ოცნების” აქტივისტები დააჯარიმეს
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია [ვიდეო]
"ოცნების” პროტესტი გრძელდება
‘ოცნების’ წევრი 'ევროპული საქართველოს’ შეხვედრას ტელეფონით იღებდა
"ოცნების" ახალციხის შტაბმა მარგველაშვილის ვიზიტი დააანონსა
თბილისში ‘ქართული ოცნების’ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს