FM97.5 / LIVE

როგორ გადანაწილდა თანხა – 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.11.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 15 500 000 ლარით დაიგეგმა. 2020 წელს თვითმმართველობაში კვლავ პრიორიტეტული რჩება განათლება, ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე კითხვები ძირითადად არასამთავრობო სექტორმა დასვა.

როგორ გადანაწილდა თანხა – 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ახალციხეში

დღეს, 21 ნოემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართა. პრეზენტაცია, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მერის მოადგილემ, გურამ მელიქიძემ წარმოადგინა.

მომავლი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 15 500 000 ლარით განისაზღვრა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საქმიანობის უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან 4 385 120 ლარი გამოიყო. მათ შორის:
საკრებულოსთვის - 1 052 680 ლარი, ხოლო მერიისთვის 3 227 440 ლარი, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობისთვის - 105 000 ლარი.

რაც შეეხება მომავალი წლის პრიორიტეტებს, ყველაზე მეტი თანხა განათლების სფეროში გამოიყო, შემდეგ ინფრასტრუქტურის, კულტურისა და სპორტის, ჯანდაცვის მიმართულებებში.

განათლებაში გაწერილია 3 073 240 ლარი:

- სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირება - 2 953 240 ლარი;
- განათლების დაწესებულებების რეაბილიტაცია მშენებლობა - 100 000 ლარი;
- მერიის სტიპენდია წარჩინებულ სტუდენტებს - 20 000 ლარი.

„ორი ახალი ბაღი დაგვემატება და ამასთან ერთად, ის სტანდარტები, რომლებიც მიღებულია და 31 დეკემბრამდე უნდა შევიმუშაოთ გარკვეული სტანდარტები ამიტომ გარკვეული ხარჯები არის გაზრდილი“, - განმარტა გურამ მელიქიძემ.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, დაფინანსება სულ შეადგენს 2 825 980 ლარს. თანხა გაწერილია:

- საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე - 979 580 ლარი;
- წყლის სისტემის განვითარება - 452 000 ლარი (საკანალიზაციო ქსელი - 220 00 ლარი, ააიპ წყალმომარაგება და წყალანირება - 252 000 ლარი)
- გარე განათება - 425 400 ლარი;

კეთილმოწყობა (საკადასტრო ნახაზები, ესკიზები, სახარჯთაღრიცხვო დიკუმენტების შედგენა; შენობის ფასადების და სახურავების რეაბილიტაცია; პარკებისა და სკვერების მშენებლობა რეაბილიტაცია) – 969 000 ლარი.

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - 2 255 120 ლარი:

- სპორტის სფეროს განვითარება ( ღონისძიებები, სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა) – 100 000 ლარი;
- კულტურული სფეროს განვითარება - 1 813 120 ლარი ;
- ახალგაზრდობის მხარდაჭერა - 74 000 ლარი;
- თეატრები - 100 000 ლარი;
- ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია - 15 000 ლარი.

„ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი აიპი და ამას გარდა გვაქვს კულტურის სამსახური, სადაც ცალკე შედის სპორტის განყოფილება. მათ ინდივიდუალური ღონისძიებები აქვთ. მძლეოსნობის სპორტული ა(ა)იპ-ი და სასპორტო ა(ა)იპ-ი, რომლესაც კუბების სახით დაემატება სხვადასხვა მიმართულებები და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ექვსი ახალი კლუბი იქნება. ჩვენი მიზანია სპორტის განვითრებას პოპულარიზაცია გავუწიოთ“.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 1 447 540.

- ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - 187 000 ლარი;
- სოციალური დაცვა - 1 265 540 ლარი.

როგორც განხილვისას მერის მოადგილემ განმარტა, ჯანდაცვის მიმართულებით მომავალი წლისთვის რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება, რომლებიც ძირითადად შშმ პირებს მოხმარდება.

„უსინათლოთა კავშირს“ ჰქონდა ორი პროექტი წარმოდგენილი. ერთ-ერთია ხმოვანი შრიფტის შესწავლა უსინათლოთათვის და ვფიქრობთ, რომ ამ პროექტს დავაფინანსებთ. პირველ ეტაპზე, ეს არის სამ-ოთხ ბენეფიციარზე გათვლილი“.
გარდა ამისა, მომავალ წელს, მერია სარეაბილიტაციო ცენტრ „მწავე სახლს“ 27 000 ლარით დააფინანსებს. თანხა 15 ბენეფიციარისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურებას მოხმარდება.

„შარშან ერთი კვარტლის შემდეგ ჩავერთეთ მათ დაფინანსებაში, რადგანაც მათ ჰყავდათ დონორი, თუმცა დაფინანსება სრულად ვერ მიიღეს. მაგრამ წელს თავიდანვე ჩავერთვებით გვყავს 15 ბენეფიციარი“, - განმარტა გურამ მელიქიძემ.

კიდევ ერთი პროექტი, იგეგმება შშმ ბავშვების რეაბილიტაციისთვის „რეკრეაციული პროექტია, ქალაქ ქობულეთში ბავშვებს უტარებენ სხვადასხვა ტიპის პროცედურებს. ჩვენ მათი გადაყვანა უნდა მოვახდინოთ. პირველად საპილოტედ ვაკეთებთ ამას და თუ ეს კარგად წარიმართა გავაგრძელებთ“.

ცვლილებები შეეხება ახალშობილთა დაფინანსებასაც. მცხოვრებლები, რომელთა სოციალური ქულა 75 000-მდეა ახალშობილისთვის 80 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

დაფინანსება გამოიყოფა მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, ოთხი და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში. 150 000 ქულამდე მქონე ოჯახები, აგვისტოში სკოლის დაწყებამდე დაფინანსებას მიიღებენ. „ დაახლოებით 50 ოჯახი მიიღებს ჩვენი მოკვლევით. 400 ლარიდან დაიწყება დახმარება რომ სასკოლო მზადებისთვის მათ მოვეხმაროთ“, - ამბობს მელიქიძე.

პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ, მონაწილეებს კითხვების დასმის საშუალება ჰქონდათ. მომავლი წლის ბიუჯეტის პროექტზე კითხვები და შენიშვნები ძირითადად არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ. საკრებულოს დეპუტატებისგან დოკუმენტზე კითხვები გაუჩნდათ მხოლოდ ორ მათგანს. ფრაქცია „ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო-ახალციხეს"-ს თავმჯდომარე, გიორგი გვარამაძე, იმ ფაქტორებით დაინტერესდა, რამაც მუნიციპალიტეტში შობადობის მაჩვენებლის აწევა გამოიწვია: „ რამ განაპირობა ეს? სხვა მუნიციპალიტეტთან შედარებით უფრო მეტი პირობა გავქვს თუ რა პრიოტეტი შეიძლება იყო?“- იკითხა გვარამაძემ.

ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეები"-ს თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე კი 2020 წლისათვის თვითმმართველობაში ხელფასების ზრდის საკითხით დაინტერესდა: „მუნიციპალიტეტის წარმოამდგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში არის სახელფასო ფონდის ზრდა და რის საფუძველზე ხდება და რატომ? ხელფასი არ იზრდება, მაგრამ ფონდი არის გაზრდილი“.

გოგოლაძის კითხვაზე მერის მოადგილემ უპასუხა, რომ ფონდის გაზრდა საწვავის ფასის ზრდამ გამოიწვია: „თვითონ საწვავის ფასი გაიზარდა, აქედან გამომდინარე ხარჯების ნაწილში ამ ტიპის მომსახურებაზე, როგორც საკრებულოში, ასევე მერიაში თანხა არის გაზრდილი. კომუნალური გადასახადებიც გაიზარდა და ამ ტიპის მომსახურებაც არის გაზრდილი“, - განმარტა მელიქიძემ.

გოგოლაძის თქმით, გუშინ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე საწვავის საკითხს ხმაური და კამათი მოჰყვა: „ერთადერთი რაზეც ვწუხვარ არის ის, რომ ბიუჯეტის ფლანგვაში ეჭვმიტანილები ადგენენ ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, როგორიც არის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და მეორე წუხილი ის არის, რომ ძალიან ცოტა მოქალაქე ესწრებოდა დღევანდელ ბიუჯეტის პროექტის განხილვას“.

როგორ გადანაწილდა თანხა – 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ახალციხეში

[თაკო ფექირიშვილი, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით დაიგეგმა
რაში დაიხარჯება 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტი ახალციხეში
4.6 მლნ ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის
ადიგენის 2020 წლის ბიუჯეტი რვა მილიონ ლარზე მეტია
ახალციხის მერია ააიპ–ების დაფინანსებას ზრდის
სამცხე–ჯავახეთში მომავალი წლის ბიუჯეტები დამტკიცდა
ცვლილებები ახალციხის 2019 წლის ბიუჯეტში