FM97.5 / LIVE

‘არ დავუთმობ ნაცებს ჩვენს წამებას, თუნდაც ეს სისხლის ფასად დამიჯდეს!’ - ზურა ხაჩიძე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.11.2019
თბილისში მიმდინარე მოვლენებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ეხმაურება. ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლას არ დაუშვებს, თუნდაც ეს სისხლის ფასად დაუჯდეს.

‘არ დავუთმობ ნაცებს ჩვენს წამებას, თუნდაც ეს სისხლის ფასად დამიჯდეს!’ - ზურა ხაჩიძე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს გუბერნატორის მოადგილე გამოეხმაურა: „ამათი მოსვლა უნდა ხალხს?! წარმოდგენა თუ გაქვთ ქვეყანაში რას დაატრიალებენ?! თუ გგონიათ, რომ რამეს ან ვინმეს დაინდობენ, ძალიან ცდებით. მე ისიც მეეჭვება, რომ ხალხი, ვინც ამათ ვებრძოდით წლების მანძილზე (ანუ უმრავლესობა და არა მათი 2000 კაცი, ვინც მათ ზურგს უმაგრებს დღეს) საპროტესტო აქციებით დაუპირისპირდებით, ან შიშველი ხელებით“.

ხაჩიძე მიიჩნევს, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდება, კიდევ ერთხელ განაახლებს 90-იანების შეიარაღებულ დაპირისპირებას: „მე ბევრისგან მსმენია, რას აპირებს ხალხი აქეთ მხარეს და მონაგონი იქნება ის, რაც გვახსოვს წლების წინ სამოქალაქო, შეიარაღებული დაპირისპირება რუსთაველზე!!! (ღმერთმა დაგვიფაროს ან ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ უღმერთოებმა ხელში ჩაიგდონ ხელისუფლების რომელიმე შტო) მე პირადად თავს შევაკლავ, ესენი თუ დაბრუნდნენ! აი, ახალგაზრდებო რა ხდებოდა იმ ავბედით წლებში! კარგად ნახეთ! მე პირდად, არ დავუთმობ ნაცებს ჩვენს წამებას, თუნდაც ეს სისხლის ფასად დამიჯდეს!“, - წერს ზურა ხაჩიძე.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო, მეექვსე დღეა პარლამენტის შენობის წინ აქციები იმართება. გუშინ, 18 ნოემბერს სპეცრაზმმა წყლის ჭავლით დაშალა აქცია და საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებული შესასვლელები გაათავისუფლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის ბრალდებით 37 პირი დააკავა. რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის ოთხი მონაწილე და ორი სამართალდამცველი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
შსს–მ 18 ნოემბრის აქციაზე 37 პირი დააკავა
პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
როგორ განვითარდა მოვლენები რუსთაველზე - ქრონოლოგია
შსს–მ პარლამენტთან 28 პირი დააკავა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა
შსს–მ აქციაზე 18 პირი დააკავა