FM97.5 / LIVE

ახალციხესა და ადიგენში ნინო ბურჯანაძის პლაკატები ჩამოხიეს

მთავარიპოლიტიკა 14.10.2013
ახალციხესა და ადიგენში პარტიის - „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“, საპრეზიდენტო კანდიდატის ნინო ბურჯანაძის პლაკატები ჩამოხიეს, განათების სვეტებზე გადაჭიმული ბანერები კი შტაბსვე ჩამოახსნევინეს .

ახალციხესა და ადიგენში ნინო ბურჯანაძის პლაკატები ჩამოხიეს
ნინო ბურჯანაძის ახალციხის შტაბმა საპრეზიდენტო კანდიდატის პლაკატების გაკვრა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. შტაბში ამბობენ, რომ სარეკლამო მასალას იმ ადგილებზე აკრავდნენ, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამოყო.

გარდა პლაკატებისა, ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის წევრებმა ახალციხეში, საავტომობილო გზების გასწვრივ მდებარე ღამის განათების ბოძებზე გადასაჭიმი ბანერებიც დაამაგრეს. თუმცა, ბანერების დამაგრებიდან რამდენიმე საათში, მათ ამ ბანერების ჩამოხსნა მოსთხოვეს, იმ მოტივით, რომ ეს არ შეიძლებოდა.

შტაბში ამბობენ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას პლაკატების გაკვრის ნებართვა წერილობით სთხოვეს და შესაბამისად, პასუხიც მიიღეს.

„მოგვწერეს, რომ საქართველოს საარჩევნო კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, ბანერებისა და პლაკატების გასაკრავად გამოყოფილია შემდეგი ადგილები: ახალციხეში არსებული ბილბორდები; ცხრა აპრილისა და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე ხის მესერი; ყოფილი სამხედრო ქალაქის ლითონის მესერი; კერძო შენობა-ნაგებობები მესაკუთრესთან შეთანხმებით და საავტომობილო გზების გასწვრივ მდებარე ღამის განათების ბოძები“, - განმარტავს „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ახალციხის საარჩევნო შტაბის უფროსი გაგა ივანიძე.

მისივე თქმით, წერილში განმარტებული არ იყო, რომ საავტომობილო გზების გასწვრივ მდებარე ღამის განათების ბოძებზე გადასაჭიმი ბანერების გაკვრა არ შეიძლებოდა: „არსად არ იკითხება ის, რომ გადაჭიმვა არ შეიძლება. წერია, გამოიყენეთ ღამის განათების ბოძები. თუმცა, ჩვენ კონკრეტულად გვქონდა მითითებული და ადგილის გამოყოფას ვითხოვდით, როგორც პლაკატებისთვის, ასევე ბანერების გასაკრავად. მივიღეთ ზოგადი პასუხი და ჩვენც ზოგადად ვიმოქმედეთ. ხუთ მეტრის სიმაღლეზე იყო გაკრული და ხელს არაფერს შეუშლიდა, მაგრამ არ შეიძლებაო და ჩამოხსნეს. ერთადერთი რატომაც არ შეიძლება ალბათ ისაა, რომ ნინო ბურჯანაძის პლაკატებია და არა სხვა რომელიმე კანდიდატის“.

რაც შეეხება პლაკატებს, გაკვრიდან მეორე დღეს შტაბს ქალაქის ქუჩებში გაკრული თითქმის ყველა პლაკატი ჩამოხეული დახვდა.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ახალციხის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ პლაკატები ჩამოხეული მარტო ქალაქში კი არა, სოფელ აწყურსა და წნისში, საავტომობილო გზის გასწვრივ ღამის განათების ბოძებზეცაა.

ნინო ბურჯანაძის სარეკლამო პლაკატები და ბანერები მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არ ჩამოუხსნიათ. პლაკატები ადიგენის მუნიციპალიტეტშიც ჩამოხიეს.

ადიგენის შტაბის კოორდინატორი ბესიკ კიკაბიძე ამბობს, რომ ადიგენში ნინო ბურჯანაძის სარეკლამო პლაკატებსა და ბანერებს სამი დღის განმავლობაში აკრავდნენ. მაგრამ ამ დროისთვის ყველა პლაკატი ჩამოხეულია.

„გუშინ 6 საათზე სოფელ შოლავერთან გავაკეთეთ დიდი ბანერი და დღეს დილით ჩამოხსნილი დაგვხვდა. არ ვიცით ვინ ჩამოხსნა. ყველგან ჩამოხეულია, მარტო ჩვენ ოფისთანაა დარჩენილი. „ოცნებისა“ და „ნაციონალების“პლაკატები კი გაკრულია“, - ამბობს ბესიკ კიკაბიძე და ამატებს, რომ აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს და ამ ფაქტზე რეაგირებას ითხოვენ.

ახალციხესა და ადიგენში ნინო ბურჯანაძის პლაკატები ჩამოხიეს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ბურჯანაძის შტაბი პლაკატების ჩამოხევაში „ოცნებას“ ადანაშაულებს
ახალციხის თვითმმართველობამ საარჩევნო მასალების გასაკრავი ადგილები გამოყო
ახალციხის მუნიციპალიტეტში სარეკლამო პლაკატებს ხევენ
რაში ადანაშაულებს ბურჯანაძის შტაბი ახალციხის ციხის დირექტორს
საარჩევნო მასალებისა და შეხვედრებისთვის გამოყოფილი ადგილები ადიგენში
საარჩევნო პლაკატების ომი

 ბორჯომში საარჩევნო შეხვედრებისა და პლაკატების გასაკრავი ადგილები გამოყეს