FM97.5 / LIVE

სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.11.2019
ახალციხეში არსებული მუსლიმური სკოლა-პანსიონი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 000 ლარით დააჯარიმა და კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა. მიზეზად, კრიტიკული შეუსაბამობა სახელდება.

სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

საბარგო სადგურზე არსებულ სკოლა-პანსიონს საწარმოო პროცესი უკვე 25-ე დღეა შეჩერებული აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები დაწესებულებაში 22 სექტემბერს იმყოფებოდნენ. მათ პანსიონის სამზარეულოში 280 კილოგრამი ხორცი დალუქეს და შეუსაბამობების გამო, ხელმძღვანელობას 1 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელი, იმამი თენგიზ თავართქილაძე ამბობს, რომ პრობლემა ფორმა N2-ის უქონლობამ გამოიწვია. მსგავსი საბუთი მათ იმის გამო არ ჰქონდათ, რომ პანსიონში ხორცი შემოწირულობის გზით შედის.

„ითხოვდნენ, რომ უნდა ყოფილიყო ფორმა N2, მაგრამ ჩვენთან მოდის შემოწირულობა. ადამიანი ყიდულობს ცხვარს და მოჰყავს შესაწირად, ისევე, როგორც ეკლესიაში მიჰყავთ საკლავი, აქაც ეგრე ხდება. შესაბამისად, ფორმა N2 არ არსებობდა ჩვენთან. ამიტომ შეგვიჩერეს წარმოება“, - ამბობს თავართქილაძე.

მისივე თქმით, პანსიონი ოფიციალურად დარეგისტრირებული შპს-დ ან საწარმოდ არ აქვთ, რადგან იგი მოგებაზე ორიენტირებული არ არის.

„მოითხოვეს შპს-დ დარეგისტრირდითო და პირუტყვი, შესაწირი იქნება თუ სხვა რამე, დაიკლას სასაკლაოშიო. შპს რომ ჩამოყალიბდეს, ის მოგებაზე ორიენტირებულია და ჩვენ მოგებაზე არ ვმუშაობთ. შესაწირი კი ის არის, რომ ლოცვა უნდა აღვავლინოთ, ამიტომ სასაკლაოზე პირუტყვის დაკვლა ძალიან ძნელი იქნება ამ დროს. თუმცა კანონმორჩილი ხალხი ვართ, ვცდილობთ ახლა მოლაპარაკებების გზით გავიგოთ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ“, - ამბობს მეჩეთის იმამი.

როგორც თავართქილაძე ამბობს, ხორცის გარდა, კვების ბლოკში პრობლემა უეტიკეტო პროდუქტმაც გამოიწვია: „მაგალითად, პური ფურნიდან მოგვქონდა და არ გვჭირდებოდა ოფიციალური ქართული წარწერა, ეტიკეტი ჰქონოდა. მოითხოვეს ოფიციალურად მზარეული, რომელსაც ექნება კურსები გავლილი, როგორც რესტორანს სჭირდება, ასე უნდა იყოს ყველაფერი“.

ამ დროისათვის, სკოლა-პანსიონში სასწავლო პროცესი გრძელდება, თუმცა კვების ბლოკი დახურულია. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პანსიონი ახალციხეში, საბარგო სადგურის ტერიტორიაზე 2009 წლიდან ფუნქციონირებს: „15 ბავშვამდე მოდიოდა და მოდიან კიდევ. სოფლებიდან ჩამოდიან და ნათესავებთან რჩებიან. პირველ რიგში, ჩვენ ვეხმარებით სკოლის საგნების სწავლებაში და ლოცვაში, რადგანაც ჩვენ მუსლიმები ვართ და აქ მომსვლელი ყველა ლოცვას აღავლენს. დღეში ხუთჯერ ლოცვა არსებობს ჩვენთან. ბავშვების ერთი ნაწილი უფრო ადრე მოდის, მეორე ნაწილი მეშვიდე გაკვეთილის შემდეგ მოვა. სულ სამი პედაგოგი გვყავს“.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცისა და ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტებთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით სულ 45 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა და შეუჩერა საწარმოო პროცესი. მათი ინფორმაციით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა და დარღვევები გამოვლინდა ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებში.

მუსლიმური სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მათთან სააგენტო პირველად შევიდა და აქამდე არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ.

[თაკიო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.07.2020 ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

08.07.2020 ადიგენსა და ახალციხეში მინდვრები კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავდა

08.07.2020 საქართველო 5 ქვეყანასთან საზღვარს ხსნის

08.07.2020 მცენარეული ნარჩენის დაწვის შემთხვევაში 1 000 ლარამდე დაჯარიმდებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონის კვების ბლოკში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა
სეს–მა სამცხე–ჯავახეთში 23 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
ბორჯომში 4 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
ახალციხეში სურსათის სააგენტომ ექვსი სკოლა შეამოწმა
რატომ დაჯარიმდა ‘დუბლი’ ‘ვარძია’ და ‘ივერია+’
ახალციხის ბაზარში ხორცი კვლავ ფორმა 2-ის გარეშე იყიდება
თურქეთის დელეგაცია მუსლიმურ სკოლა–პანსიონს სტუმრობს