FM97.5 / LIVE

ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.11.2019
ახალციხის მერია მიხეილ იაძის ალბომს დაბეჭდავს, რომელშიც მხატვრის 50 ნამუშევარი შევა.

ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

„ალბომის შესავალში მიხეილ იაძის ფოტო და ბიოგრაფია იქნება, შემდეგ მისი ნამუშევრები. აქამდე არ გამოცემულა და ვფიქრობ რომ ეს ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათიც გახდება“, – განაცხადა ახალციხის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ზაზა თამარაშვილმა.

ახალციხის მერიამ წიგნის „მიხეილ იაძის ალბომი“-ს დაკაბადონებით და ბეჭდვითი მომსახურების შეძენის უზრუნველყოფაზე ტენდერი 3 000 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღება 22 ნოემბერს მთავრდება.

მიხეილ იაძე 1925 წლის 22 დეკემბერს ქალაქ ახალციხეში დაიბადა. მიხეილი 1943 წელს ომში გაიწვიეს. მას შემდეგ ჯარში შვიდი წელი იმსახურა. 1950 წელს სწავლა დაიწყო გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე. სწავლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტმა მიხეილს შესთავაზა, დარჩენილიყო გორში და ემუშავა კათედრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, მაგრამ, მოხუცი მშობლების გამო, ახალციხეში დაბრუნდა.

1954 წელს, ახალციხეში ჩამოსვლისთანავე, დაინიშნა ფიზკულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ. ახალციხეში გახსნა ტანვარჯიშის სექცია, სადაც თავად ასწავლიდა. მიხეილი საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონია ტანვარჯიშში. მოგვიანებით იგი ახალციხის სპორტსკოლის დირექტორი გახდა და პარალელურად მუშაობდა N1 სკოლაში, ფიზკულტურის მასწავლებლად.

2017 წელს ახალციხის მერმიამ მიხეილ იაძის სახლზე მემორიალური დაფა განათავსა.

ბოლო ნამუშევარი – „კურთხევა მეფის კარზე, როგორც მგოსანი“ იყო. ნახატის დასრულება მიხეილმა ვერ მოახერხა. 1985 წლის 22 მაისს მხატვარი ახალციხეში გარდაიცვალა.

ასევე ნახეთ:

სახლები, რომლებიც გამოჩენილი ახალციხელების სახელებს ინახავენ

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.02.2020 აბულის ციხეს იუნესკოს წინასწარულ ნუსხაში შესატანად წარადგენენ

14.02.2020 ნინოწმინდის სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმინდეს

14.02.2020 JNEWS.ge უკვე ქართულ ენაზე

14.02.2020 დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სახლები, რომლებიც გამოჩენილი ახალციხელების სახელებს ინახავენ [ფოტო/ვიდეო]
ვისი მემორიალური  დაფები გაიხსნა ახალციხეში
ახალციხის ბიბლიოთეკაში მიხეილ იაძის ნახატების გამოფენა გაიხსნა [Photo]
ახალციხეში ორი მემორიალური დაფა გაიხსნა [Photo]
ახალციხეში ცენტრალურ სტადიონის აღდგენა დაიწყო
განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა
‘ტაო’ VS ‘დევები’ – ხვალ ახალციხეში რაგბის მატჩია