FM97.5 / LIVE

ასპინძის გოგრები [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.11.2019
შემოდგომის ერთ-ერთი სასარგებლო ბოსტნეულის, გოგრის მოსავალი ასპინძის სოფლებში უკვე დააბინავეს. ადგილობრივები პროდუქტის ნაწილს გაყიდიან, ნაწილს კი ოჯახში გამოიყენებენ. აქ გოგრის მომზადების რამდენიმე წესი აქვთ: ზამთრის ცივ დღეებში მისგან ტრადიციულ მესხურ შეჭამანდს მოამზადებენ, ღუმელში შეწვავენ ან მოხარშულს მიირთმევენ.

ასპინძის გოგრები [ფოტო]

ასპინძის სოფელ ნიჯგორში მცხოვრებმა ასპანიძეებმა განსაკუთრებულად დიდი ზომის გოგრები მოიყვანეს. მოსავალი ისე დაბინავდა, რომ ზამთარს გაუძლოს.

„საკმაოდ დიდი მოსავალი მოგვივიდა, მაგრამ, არც აზოტი გაგვიკეთებია და არც სხვა რამე პრეპარატი. ასეთი ჯიშია თვითონ, დიდები იზრდება. ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. სასარგებლო პროდუქტია და საკვებად ვიყენებთ“, - ამბობს ციცო ასპანიძე.

მესხეთის ზოგიერთ სოფელში გოგრას აყიროსაც უწოდებენ. სხვა კუთხეებში კი მისი კიდევ ერთი სახელი – კვახია გავრცელებული.

ზამთრის ცივ დღეებში მესხები გოგრისგან ტრადიციულ შეჭამანდს ამზადებენ, რომელიც ასევე სასარგებლოა.

გოგრა დიდი რაოდენობის ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს. მასში ბევრია კაროტინი, გაცილებით მეტი, ვიდრე სტაფილოში. შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რაც სისხლძარღვოვანი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. ვიტამინ კარნიტინის შემცველობის გამო, გოგრა აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და გეხმარებათ ზედმეტი წონისგან განთავისუფლებაში. განსაკუთრებით სასარგებლოა მისი მიღება პატარა ბავშვებისთვის.

ასპინძის გოგრები [ფოტო]

ასპინძის გოგრები [ფოტო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.02.2020 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 600-მდე აბონენტს 15 დღეა წყალი არ აქვს

19.02.2020 სად და რა ფასად შეიძენთ საშეშე და სამასალე მერქანს

19.02.2020 საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს

19.02.2020 სამცხე-ჯავახეთში სოციალური სააგენტოდან 6 თანამშრომელი გაათავისუფლეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თუთის ტყლაპი - ნუგბარი მესხეთიდან [ფოტო]
ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა
ახალციხეში ფერმერს იასამნისფერი კარტოფილი მოჰყავს
SKკულინარია: გოგრიანი [ვიდეო]
ასპინძის ოთხ სოფელში ამბულატორია აშენდება
'ჭერმის ზომის სეტყვა იყო' - ასპინძაში სტიქიამ ნარგავები დააზიანა [ფოტო]
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო