FM97.5 / LIVE

რუსთაველზე დაგეგმილ აქციას სამცხე–ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდებიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 17.11.2019
დღეს, 17 ნოემბერს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციაში მონაწილოების მისაღებად უკვე გაემგზავრნენ, მათი ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.

რუსთაველზე დაგეგმილ აქციას სამცხე–ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდებიან

რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ და გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდებიან.

„ჩვენი მოთხოვნაა პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარება. უნდა გადადგეს მთავრობა. ვითხოვთ დროებით მთავრობას და დროებით საარჩევნო ადმინისტრაციას, რადგან გახარიას ჩატარებულ არჩევნებში აზრი არ აქვს მონაწილეობის მიღებას", – განაცხადა "ევროპული საქართველოს" ახალქალაქი-ნინოწმინდის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა არსენ კარაპეტიანმა.

თბილისში დადგეგმილ აქციაზე უკვე გაემგზავრნენ სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან.

„40 ადამიანი ვართ, პირველ ეტაპზე ჩვენ წავალთ, თუ საჭირო გახდება კიდევ ჩამოვლენ“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე.

"ოთხი მიკროავტობუსით წავედით, ვუერთდებით გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს", – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ადიგენში დავით ოგანეზიანი.

საკანონმდებლო ორგანოს წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები შეკრებას 15:00 საათზე გეგმავენ.

[sknews.ge]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

‘ბიძინამ ქართველი ხალხი გადააგდო’,– თბილისში აქციას სამცხე–ჯავახეთიდან უერთდებიან
თბილისში დაგეგმილ აქციას ახალციხიდანაც შეუერთდებიან
„რუსთავი  2“-ის აქციას სამცხე–ჯავახეთიდანაც უერთდებიან
‘90–მდე მანქანით მივდივართ ‘ – თელავში დაგეგმილ აქციას სამცხე–ჯავახეთიდან უერთდებიან
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ურთიერთბრალდებები მეორე ტურის შემდეგ
რას ფიქრობენ სამცხე–ჯავახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე
გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა