FM97.5 / LIVE

აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.11.2019
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, სამუშაოების ფარგლებში მოეწყო წყლის სათავე ნაგებობები, მაგისტრალური მილსადენები და წყლის გამწმენდი ნაგებობა. ასევე, აშენდა რეზერვუარები.

აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა დაბა აბასთუმანში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, აბასთუმანში წყალმომარაგების არსებული ინფრასტრუქტურა მოძველებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა, სეზონურად ფიქსირდებოდა წყლის მღვრევის ფაქტები, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. მიმდინარე პროექტის დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები აღმოიფხვრება და მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყო წყლის სათავე ნაგებობები, მაგისტრალური მილსადენები და წყლის გამწმენდი ნაგებობა. ასევე, აშენდა რეზერვუარები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ რეზერვუარებს.

პროექტი 3 727 121 ლარით ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

პირველი ეტაპის სამუშაოების პარალელურად, უკვე მიმდინარეობს კურორტ აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის (II ეტაპი) და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტი მომავალი წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც, მოსახლეობას და კურორტზე ჩასულ დამსვენებლებს უწყვეტი წყალმომარაგება ექნებათ.

[sknews.ge]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება
აბასთუმანში წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება
აბასთუმანში კანალიზაციის სისტემა და გამწმენდი ნაგებობა აშენდება
ვალეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება
წაღვერსა და ლიკანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო
დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვალეში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება