FM97.5 / LIVE

რეპატრირებული მესხების პრობლემები გადასახლებიდან 75 წლის თავზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.11.2019
დღეს, 15 ნოემბერს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები, სამცხე-ჯავახეთიდან მოსახლეობის გადასახლების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, რეპატრირებულ მესხებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

რეპატრირებული მესხების პრობლემები გადასახლებიდან 75 წლის თავზე

შეხვედრა ახალციხეში, ასოციაცია "ტოლერანტში" გაიმართა.

„ჩვენი პრობლემა უფრო ახლოს უნდა მიიტანოს ქვეყანამ. ვცხოვრობთ საქართველოში და ვერ ვსარგებლობთ ვერანაირი დახმარებით. მე მაქვს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ არ მაქვს სტატუსი, ვერ ვამტკიცებ რომ მამაჩემი რეპატრირებულია“, - ამბობს გულჯამალ ყურაძე და გვიყვება, რომ მისგან განსხვავებით, განსაკუთრებით უჭირთ იმ რეპატრირებულებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას ვერ იღებენ.

რეპატრირებული მესხების ნაწილს აზერბაიჯანის მოქალაქეობა აქვს, ზოგს რუსეთის, რის გამოც ისინი ვერ სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სერვისებით. ზოგი საქართველოს მოქალაქეა, თუმცა რეპატრირებულის სტატუსის გარეშე.

„გარანტია სჭირდება ამ ხალხს, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეობას თუ დატოვებს, საქართველო მიიღებს. ეს ყველაფერი თანხებთანაც არის დაკავშირებული, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა რომ დატოვონ“, – აცხადებენ რეპატრირებული მესხები.

„შეხვედრაზე ყველა ამ პრობლემაზე ვისაუბრეთ და იმედი გვაქვს, რომ ამ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან“ - ამბობს გულჯამალ ყურაძე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის, რუსუდან ასათიანის თქმით, რეპატრირებული მესხების პრობლემებს კიდევ ერთხელ საფუძვლიანად შეისწავლიან.

„მათ აქვთ პრობლემა აზერბაიჯანის მოქალაქეობიდან გამოსვლის კუთხით, რაც ცდება საქართველოს კომპეტენციის ფარგლებს. თუმცა ვცდილობთ რომ გამოვკვეთოთ პრობლემები, საჭიროებები და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთოთ. ამ კუთხით, ის ვალდებულება რაც ევროსაბჭოსთან ავიღეთ, სახელმწიფომ ნამდვილად შეასრულა, ეს ევროსაბჭოს ანგარიშებშიც დასტურდება, თუმცა გარკვეული ბარიერები და გამოწვევები ისევ არსებობს. სწორედ ამის იდენტიფიცირებისთვის იყო დღევანდელი შეხვედრა. ვეცდებით რომ ერთად, ამ პრობლემების გადაჭრის ყველაზე ოპტიმალური გზები მოვძებნოთ“ - ამბობს რუსუდან ასათიანი.

1944 წლის 15 ნოემბერს, სტალინის განკარგულებით, სამხრეთ საქართველოდან 120 ათასი მუსლიმი მესხი ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს.

1999 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, მესხების რეპატრიაციის საკითხი საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვალდებულებად იქცა. საქართველოს დაეკისრა პასუხისმგებლობა, შეექმნა სამართლებრივი ჩარჩო, რომლის მეშვეობითაც მესხები შეძლებდნენ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას, საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და საქართველოს მოქალაქეობის მიღებას.

2007 წელს ქვეყანამ რეპატრიანტთა შესახებ კანონი მიიღო. 2010 წლიდან დაიწყო განცხადებების მიღება რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად. განაცხადი 5000-მა ადამიანმა შეიტანა.

რეპატრირებული მესხების პრობლემები გადასახლებიდან 75 წლის თავზე

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები ახალციხეში შეხვედრას გამართავენ
ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს
11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე
‘სამშობლო, რომელიც შორია’ – 72 წელი გადასახლებიდან
კვირის აქცენტი: რეპატრირებული მესხები – პოლიტიკა და რეალური ყოფა [Video]
რეპატრირებული მესხები მედიაში
მარხვა სოლიდარობის ნიშნად