FM97.5 / LIVE

‘ქვეყანა მზად არაა პროპორციული სისტემისთვის’ – დეპუტატები სამცხე–ჯავახეთიდან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 15.11.2019
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას სამცხე–ჯავახეთიდან სამმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა. რატომ ეწინააღმდეგებიან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას – დეპუტატების განმარტებები.

‘ქვეყანა მზად არაა პროპორციული სისტემისთვის’ – დეპუტატები სამცხე–ჯავახეთიდან

სამცხე–ჯავახეთიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს მხარი მხოლოდ გედევან ფოფხაძემ დაუჭირა.

ახალქალაქი–ნინოწმინდის დეპუტატი ენზელ მკოიანი პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგია, ხოლო ადიგენი–ახალციხის მაჟორიტარმა გიორგი კოპაძემ და „ქართული ოცნების“ პარტიული სიით პარლამენტში შესულმა სამველ მანუკიანმა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ენზელ მკოიანმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ მიცემულ ინტერვიუში სამი მიზეზი დაასახელა, რის გამოც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

მისი თქმით, ერთ–ერთი მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ პროპორციული სისტემა ჯავახეთში მცხოვრებლებს არ მოსწონთ.

„ნინოწმინდის და ახალქალაქის სოფლების 70%–ს არ უნდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. ადგილობრივებს ვხვდები, ამის მოწმეებიც მყავს. მეუბნებიან რომ თუ რამე პრობლემა ექნებათ ურჩევნიათ მაჟორიტარს მიაკითხონ. თბილისში ხომ არ წავალთ და პარლამენტის თავმჯდომარეს ან პრემიერ–მინისტრს ხომ არ ვეტყვითო. ვფიქრობ, რომ მე ხალხისთვის არ უნდა მეღალატა. მერე მეტყოდნენ, ჩვენ ხმა მოგეცით, შენ კიდევ ბოლო მომენტში გვიღალატეო“, – ამბობს მკოიანი.

მკოიანი, ასევე აღნიშნავს, რომ პროპორციული სისტემის არსებობის შემთხვევაში პარლამენტში სრული ქაოსი იქნება და ეს რიგი საკითხების გადაწყვეტაში ხელის შემშლელი ფაქტორია: „მახსოვს 1993–94 წლებში, როცა საქართველოს პარლამენტში 17 პარტია იყო შესული, ქაოსი იყო“.

მესამე მიზეზად კი რამდენიმე ქვეყნის მაგალითი დაასახელა: „ძალიან ცოტა ქვეყანაშია პროპორციული სისტემა და იქაც არ მუშაობს კარგად. მაგალითად, მოლდოვა გადავიდა პროპორციულზე და უყურეთ, ქვეყანა უკან წავიდა. იტალიაში მაჟორიტარული იყო, შემდეგ გადავიდნენ პროპორციულზე და ახლა უკან დააბრუნეს“, – განმარტავს მკოიანი.

„მე ვთვლი, რომ შერეული სისტემა უკეთესია. მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ მზად არაა პროპორციული სისტემისთვის“, – განაცხადა კოპაძემ.

მანუკიანი კი ფიქრობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო: „შეიძლება ეს ვიღაცისთვის არასწორი იყოს, მაგრამ მე ის გადაწყვეტილება მივიღე, რაც ჩემი რეგიონისთვისაა საჭირო“.

გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, სამი წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო.

კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ პარლამენტის წინ მთელი ღამის განმავლობაში აქცია მიმდინარეობდა. უმრავლესობა დატოვეს „ოცნების“ დეპუტატებმა. „პატრიოტთა ალიანსი“ კი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით, დეპუტატების ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 რის საფუძველზე მიენიჭება მასწავლებელს სტატუსი

30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 გაურკვეველი პირები ცდილობენ ამომრჩეველთა მონაცემების მოპოვებასა და დადგენას – ცესკო

01.07.2020 ბორჯომში ‘სერნების’ გზაზე ხეებია მოჭრილი

01.07.2020 სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ხელფასი 100 ლარით გაეზარდა

01.07.2020 პატარა პიანისტი ახალქალაქიდან [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კოპაძემ და მკოიანმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს
სამცხე-ჯავახეთის სამმა დეპუტატმა საარჩევნო სისტემის შეცვლას ამჯერად მხარი დაუჭირა
პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს განიხილავენ
პარლამენტმა პროპორციული არჩევნების პროექტი ჩააგდო
‘ბიძინამ ქართველი ხალხი გადააგდო’,– თბილისში აქციას სამცხე–ჯავახეთიდან უერთდებიან
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა