FM97.5 / LIVE

გედევან ფოფხაძე: კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ჩავარდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 14.11.2019
ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე კანონპროექტის ჩავარდნას პოლიტიკურ შეთანხმებას უწოდებს. მისი თქმით, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა, რომელიც უნდა შესრულებულიყო.

გედევან ფოფხაძე: კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ჩავარდა

„საერთაშორისო რეზოლუციებში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო პოზიტიურად შეფასებული, ქვეყნის შიგნით კი უმრავლესობა უჭერდა მხარს ამ გადაწყვეტილებას. გარდა ამისა ეს იყო ხელისუფლების საჯარო დაპირება, რომელიც არ შესრულდა“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.

მისი თქმით, ეს იყო მმართველ გუნდთან შეთანხმება, რომელიც უნდა შესრულებულიყო: „როცა ხელს აწერ, მერე სპექტაკლს დგამ და გადაწყვეტილებას ცვლი, სამარცხვინო საქციელია. ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა“.

გედევან ფოფხაძე დღეს რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციასაც შეუერთდა. რუსთავი 2 –ის ეთერში მან მოუწოდა ყველას, რომ აქციას მისულიყვნენ.

"პარლამენტზე მეტი ლეგიტიმაცია შეიძლება იყოს აქ, რუსთაველზე. მოვა ქართველი ხალხი თუ ჩვენ აქ ვიქნებით დიდი რაოდენობით, აქ მივიღებთ გადაწყვეტილებებს საქართველოს მომავალთან დაკავშირებით", — თქვა გედევან ფოფხაძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.

დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ახალქალაქი-ნინოწმინდის დეპუტატმა ენზელ მკოიანმა მხარი არ დაუჭირა. ახალციხე-ადიგენის დეპუტატმა გიორგი კოპაძემ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. დეპუტატები "სამხრეთის კარიბჭეს" ზარებს არ პასუხობენ.

კანონპროექტის ჩაგდების გამო, უმრავლესობა დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა და შვიდმა დეპუტატმა.

მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრებმა საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა დაასახელეს. როგორც შოთა დიღმელაშვილმა თქვა, ისინი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ, მანამდე კი ქვეყანას გარდამავალმა მთავრობამ უნდა უხელმძღვანელოს.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
‘ბიძინამ ქართველი ხალხი გადააგდო’,– თბილისში აქციას სამცხე–ჯავახეთიდან უერთდებიან
კოპაძემ და მკოიანმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს
პარლამენტში გენდერულ კვოტირებაზე კანონპროექტი ჩავარდა
გედევან ფოფხაძე 'ოცნებას' ტოვებს
‘ქვეყანა მზად არაა პროპორციული სისტემისთვის’ – დეპუტატები სამცხე–ჯავახეთიდან
‘ოპოზიცია, რომელიც ასეთი საკითხის განხილვაზე არ შემოდის, არის არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე’- ფოფხაძე