FM97.5 / LIVE

‘ბიძინამ ქართველი ხალხი გადააგდო’,– თბილისში აქციას სამცხე–ჯავახეთიდან უერთდებიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 14.11.2019
თბილისში მიმდინარე აქციაზე სამცხე–ჯავახეთიდან „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გაემგზავრნენ.

‘ბიძინამ ქართველი ხალხი გადააგდო’,– თბილისში აქციას სამცხე–ჯავახეთიდან უერთდებიან

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო, საქართველოს პარლამენთან მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.

მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრებმა საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა დაასახელეს. როგორც შოთა დიღმელაშვილმა თქვა, ისინი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ, მანამდე კი ქვეყანას გარდამავალმა მთავრობამ უნდა უხელმძღვანელოს.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად სამცხე–ჯავახეთიდან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგნელები წავიდნენ.

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გამოიწვევდა დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა ახირებულმა ბიძინა ივანიშვილმა. მივდივარ გასაპროტესტებლად“,–გვითხრა „ევროპული საქართველოს“ ნინოწმინდისა და ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელმა არსენ კარაპეტიანმა.

მისივე თქმით, ჯავახეთიდან თბილისში გამართულ აქციაზე ბევრი მსურველი წავიდა.

„მე და ჩემი რამდენიმე თანამოაზრე მივდივართ, ვნახოთ რა იქნება თუ საჭირო გახდა მერე უფრო მეტიც წავალთ“,–ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელმა აშოტ რაისიანმა.

აქციას მალე შეუერთდებიან „ევროპული საქართველოს“ ახალციხის შტაბის წარმომადგენლებიც.

„სამი მანქანით წავედით ამ ეტაპზე რისი მობილიზაციაც შევძელით. ძალიან შურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ბიძინამ მთელი საქართველო და ქართველი ხალხი გადააგდო. ის რასაც დაგვპირდა აღმოჩნდა რომ არ ასრულებს. არავინ არ დაიჯერებს იმას რომ რამდენიმე მაჟორიტარმა გაბედა და ბიძინას საწინააღმდეგოდ წავიდა ,ეს არის სრული აბსურდი’,–ამბობს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე.

დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ახალქალაქი-ნინოწმინდის დეპუტატმა ენზელ მკოიანმა მხარი არ დაუჭირა. ახალციხე-ადიგენის დეპუტატმა გიორგი კოპაძემ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

კანონპროექტის ჩაგდების გამო, უმრავლესობა დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა და შვიდმა დეპუტატმა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
გედევან ფოფხაძე: კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ჩავარდა
კოპაძემ და მკოიანმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს
რუსთაველზე დაგეგმილ აქციას სამცხე–ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდებიან
‘ქვეყანა მზად არაა პროპორციული სისტემისთვის’ – დეპუტატები სამცხე–ჯავახეთიდან
პარლამენტმა პროპორციული არჩევნების პროექტი ჩააგდო
თბილისში დაგეგმილ აქციას ახალციხიდანაც შეუერთდებიან