FM97.5 / LIVE

არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 14.11.2019
არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ პარლამენტში დღეს, 14 ნოემბერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდებული კანონპროექტი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
ფოტო: ნეტგაზეთი

საგანგებო განცხადებას ხელს 17 არასამთავრობო ორგანზიაცია აწერს. მათი განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა რომელიმე პოლიტიკოსის დაპირება კი არა, მთელი საზოგადოების მოთხოვნაა.

„ამ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და სახელმწიფოს მისატაცებლად, როგორც ჩანს, მზად არის უსამართლო საარჩევნო სისტემის გამოყენებით ამომრჩეველს წაართვას ქვეყნის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა და დაუმსახურებლად მიისაკუთროს საპარლამენტო მანდატები.

ხელისუფლებისთვის ცხადი იყო, რომ მიღებული გადაწყვეტილება მასობრივ საზოგადოებრივ მღელვარებას გამოიწვევდა და გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ის ბოლო დღეებში თავად უწყობდა ხელს ამ მღელვარების წარმოშობას, რაც შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო ძველი საარჩევნო სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნების სურვილით“, - ნათქვამია განცხადებაში.

მესამე სექტორი მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“, პოლიტიკური ზომები მიიღონ: „მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას”, გაიაზროს ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღოს ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს”.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საზოგადოება და ბანკები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
საქართველოს მედია-კლუბი
საქართველოს ატლანტიკური საბჭო

[sknews.ge]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება
მოვუწოდებთ საპარლამენტო პარტიებს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებას – არასამთავრობოები
NGO-ები ‘რუსთავი 2’-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებენ
ევროპულ სასამართლოს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს
ISFED: პარლამენტის წევრებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი უნდა დაუჭირონ
25 არასამთავრობო მთავრობას მოუწოდებს არ შეაფერხოს თვითმმართველობის რეფორმა
ბიძინა ივანიშვილი - 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება