FM97.5 / LIVE

მეუფე თეოდორე: „გამოდის, რომ ჩვენ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ“

მთავარისაზოგადოება 13.10.2013
რა შემთხვევაში შეიძლება დაუბრუნდეს ჭელის მეჩეთს მინარეთი და შეეგუება თუ არა ამას ქრისტიანი მრევლი; სამართლიანი კანონი და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი.

მეუფე თეოდორე: „გამოდის, რომ ჩვენ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ“
ეს ის თემებია, რაზეც დღეს, 13 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მეუფე თეოდორესთან ისაუბრეს. „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის წევრები ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს რეზიდენციაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვდნენ. შეხვედრას მთავრობის კანცელარიის რეგიონულ და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმდჯომარე ირაკლი მელაშვილიც ესწრებოდა.

შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა რელიგიური ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები და ჭელის მინარეთის საკითხი იყო.

„მინარეთი უკანონოდ აშენდა. მთავარი მუფთი აცხადებს, რომ ყველა მეჩეთი, რომელიც საქართველოშია უკანონოდაა აშენებული. ქვეყანაში 300-ზე მეტი მეჩეთი გვაქვს, ანუ 300-ზე მეტი უკანონოდ აგებული შენობა, ამიტომ გამოდის, რომ ჩვენ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ“, - ამბობს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე.

ირაკლი მელაშვილის განცხადებთ, ბოლო 10 წელიწადში, ნებართვის გარეშე, საქართველოში 250 მეჩეთი აშენდა.

მეუფეს თქმით, აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს კანონი, რომელიც რელიგიურ დაწესებულებებს იურიდიულ ჩარჩოში მოაქცევს: „მართალია, დღეს არსებული მდგომარეობით მშენებლობის ნებართვა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გასცეს, მაგრამ როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობა თავის თავზე ვერასდროს იღებს ასეთ გადაწყვეტილებას. ამიტომ, ეს უნდა გაამყაროს ისეთმა კანონმა, რომელიც იქნება სამართლიანი, როგორც მართლმადიდებლების ისე გრიგორიანების, კათოლიკეებისა და სხვათა მიმართ“.

კითხვაზე, თუ კანონმდებლობა მოწესრიგდება და ჭელაში მინარეთი აღდგება, რამდენად შეეგუება ამას მართლმადიდებელი მრევლი, მეუფე გვპასუხობს: „არ ვიცი ეს როგორ იქნება, მაგრამ ვარ მომხრე იმისა, რომ ქვეყანაში კანონი კანონობდეს. მაგრამ კანონი უნდა იყოს სამართლიანი“.

მელაშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა, მხოლოდ მშენებლობის ნებართვის გაცემა არაა. მისი თქმთ, სამწუხაროდ ქვეყანაში კერძო პირებზე უკონტროლოდ საკმაოდ დიდი ფული შემოდიოდა. ამ ფულის ნაწილი მეჩეთების მშენებლობას, ნაწილი კი "ცუდი საქმეების კეთებას" ხმარდებოდა: „ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცნობილი იყოს ვინ რას და რა საჭიროებისთვის აშენებს“.

მეუფისა და მელაშვილის თქმით, ჭელის მინარეთთან და ასევე, ბოლო დროს მუსლიმებთან დაკავშირებით გაჩენილი პრობლემები, ხელოვნურად იყო შექმნილი.

„ამიტომ მთავრობის ერთ-ერთი მოვალეობა უნდა იყოს გამოიძიოს რატომ გაჩნდა ეს პრობლემები და რა მიზნებს ემსახურებოდა“, - განაცხადა მეუფე თეოდორემ.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა გვეზრუნა იმაზე, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოგვეცხადებინა მართლმადიდებლობა?“ - იკითხა ადვოკატმა ნაირა სამსონიძემ.

მეუფეს მიაჩნია, რომ მართლმადიდებლობის სახლემწიფო რელიგიად გამოცხადება ეკლესიისთვის მიუღებელი იქნება. მას ეთანხმება ირაკლი მელაშვილიც.

„ეს ცოტა სხვა თემაა, რადგან იქ სადაც გამოაცხადეს, მაგალთად საბერძნეთში, პოლიტიკოსები ძალიან ჩაერივნენ ეკლესიის საქმიანობაში. იქ პარტიებმა დაყვეს ეკლესია ნაწილებად. რომელი პარტიაც მოვიდოდა, ყველა ხელს აფათურებდა ეკლესიაში. ამიტომ ეს სახიფათოა. ეკლესია უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი ყველა პოლიტიკური გავლენისგან, რომელი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხის „ოცნება“ მეუფე თეოდორეს შეხვდა
მეუფე თეოდორე: მეჩეთის საკითხი საპატრიარქოსთან უნდა შეთანხმდეს
მეუფე თეოდორე თურქეთის დელეგაციას მასპინძლობს
მეუფე თეოდორე: ეკლესია გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას
მეუფე თეოდორე: მოვითხოვთ მოხეში არსებული შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას
მეუფე მრევლს ამაღლების ტაძარში გადანაცვლებას სთხოვს
სახალხო დამცველი  მეუფე თეოდორეს და გუბერნატორს შეხვდა