FM97.5 / LIVE

ადიგენში ნაეკლესიარის აღდგენა უნებართვოდ დაიწყეს [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.11.2019
ადიგენში, სოფელ უდესა და ზაზალოს შორის, წყისეს ნასოფლარზე მდებარე ნაეკლესიარის აღდგენა, უნებართვოდ დაიწყეს. ტექნიკამ არქეოლოგიური ფენები დააზიანა. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შეაჩერა.

ადიგენში ნაეკლესიარის აღდგენა უნებართვოდ დაიწყეს [ფოტო]

წყისეს ნასოფლარზე არსებული ისტორიული ძეგლის ირგვლივ სამუშაოების უნებართვოდ დაწყების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში არქეოლოგმა გიორგი ჩილინგარაშვილმა გაავრცელა. ამბობს, რომ ამის შესახებ მანაც შემთხვევით გაიგო: „რამდენიმე დღის წინ, დაზვერვებზე, ერთმა მწყესმა მითხრა ტრაქტორი თხრიდაო და მეც დაფეთებული გავვარდი და ეს სურათი დამხვდა. აშკარად ეტყობა ჩვენი წმინდა ეკლესიის ხელწერა.
როგორც ჩანს, ეკლესიის აღდგენა განუზრახავთ და ამისთვის ჯერ პირველი ნაბიჯები გადაუდგამთ და სასმელი წყალი მიუყვანიათ“, - წერს გიორგი.

მისივე თქმით, ტერიტორია გადათხრილია ტექნიკით, ხოლო არქეოლოგიური ფენები დაზიანებულია: „მთელი ტერიტორია ტრაქტორით არის გადათხრილი და ზედაპირზეა ამოყრილი მოჭიქული, მოუჭიქავი, მოხატული, შეღებილი და სადა კერამიკა. მიმოფანტულია ადამიანის ძვლები, ნაწილი შეუგროვებიათ ხის ყუთში! ეკლესიასთან ახლოს ორმოა გაკეთებული, სადაც ჭრილში ჩანს ნაცროვანი ფენა!“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ნაეკლესიარის აღდგენის ინიციატორი ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირია, რომელსაც სააგენტოსგან თანხმობის აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

„ისევ საქმე გვაქვს იმასთან, რომ ადგილობრივი სასულიერო პირი, გაუთვითცნობიერებელი იყო ამ პროცედურებში. არ ვიცოდი თუ ამ ყველაფერს შეთანხმება სჭირდებოდაო. შევაჩერებინეთ პროცესი. მივეცით გაფრთხილება, რომ სამუშაოები უნდა შეთანხმდეს“, - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე თქმით, არასწორად წარმართულმა სამუშაოებმა არქეოლოგიური ფენები ნამდვილად დააზიანა: „გაკეთებულ თხრილში თონის პატარა სეგმენტებია აღმოჩენილი. მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტებია და სავარაუდოდ, არქეოლოგიური შესწავლა დასჭირდება ამ ტერიტორიას“.

ნაეკლესიარზე სამუშაოებს უდელი სასულიერო პირი, დეკანოზი ტიმოთე ჩილაშვილი აწარმოებდა: „აღდგენა ჯერ არ დაგვიწყია ოფიციალურად, მარტო ბუჩქები დავჭერით. მომავალ წელს დავიწყებთ. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ნებართვა იყო საჭირო და ავიღებთ ახლა მაგასაც. სააგენტოდან იყვნენ მოსულები და თქვეს, მომავალ წელს ჩვენ შეგვეკითხეთ და ხელი არაფერს მოკიდოთო. ეპისკოპოსი ჩაერია ამ საქმეში. ჯერ-ჯერობით შევაჩერეთ. ახლა ქვები იხერხება და გვინდა რომ წელს ტრანსფორმატორი დავდგათ“.

სასულიერო პირის თქმით, ტაძრის აღდგენას სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი, ნუგზარ პარუნაშვილი დააფინანსებს: „მას უნდა რომ აღადგინოს ეს ეკლესია, თქვა ყველაფერს გავაკეთებო. აპირებს გალავნის და მღვდლის სახლის გაკეთებასაც. ამას უნდა დაახლოებით ორი წელი“.

როგორც არქეოლოგი გიორგი ჩილინგარაშვილი ამბობს, ამ ნაეკლესიარს მწყემსები „ნასაყდრალს“ ეძახიან, მისი ზუსტი ტოპონიმი მისთვის უცნობია. ძეგლი სოფელ უდესა და ზაზალოს შორის, წყისეს ნასოფლარიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს.

ადიგენში ნაეკლესიარის აღდგენა უნებართვოდ დაიწყეს [ფოტო]

ადიგენში ნაეკლესიარის აღდგენა უნებართვოდ დაიწყეს [ფოტო]

ადიგენში ნაეკლესიარის აღდგენა უნებართვოდ დაიწყეს [ფოტო]

გიორგი ჩილინგარაშვილის ფოტოები

[თაკო ფექირიშვილი, ადიგენი]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ისტორიული ძეგლის დაზიანებისთვის სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
აწყვიტაში გადათხრილი  საფლავების  საქმეს  ეროვნული  სააგენტო სწავლობს
ძეგლთა დაცვა: ახალქალაქში ადგილობრივებმა ორი ეკლესიის რეაბილიტაცია უნებართვოდ დაიწყეს
აღმოჩენა აწყურში
სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა
სოფელ ზველში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს
აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობა ორ კვირაში განახლდება