FM97.5 / LIVE

რომელი საწარმოები დაჯარიმდნენ ახალციხეში გარემოზე მიყენებული ზიანის გამო

მთავარისიახლე, სამართალი 12.11.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტში საწარმოების შემოწმების შედეგად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა ხუთ თვეში 10 750 ლარის ჯარიმა დაწერა. საწარმოების საქმიანობის შედეგად გარემოს 3 179 ლარის ზიანი მიადგა.

რომელი საწარმოები დაჯარიმდნენ ახალციხეში გარემოზე მიყენებული ზიანის გამო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა, ივნისი-ნოემბრის პერიოდში, ხუთი თვის განმავლობაში სულ ათი საწარმო შეამოწმა. მათგან შვიდი სხვადასხვა ოდენობის თანხით დაჯარიმდა. ინსპექტირების შედეგად დარღვევები გამოვლინდა ოთხ სახერხ-საამქროში, ქათმების ფერმებში, გაზის გასამართ სადგურებსა და საავტომობილო გზების მშენებელი კომპანიების საქმიანობაში.

შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“, ასფალტის წარმოებისას გარემოზე მიყენებული ზიანის გამო, ყველზე მეტი თანხით 5 000 ლარით დაჯარიმდა. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, კომპანიამ ჯარიმა სამი მუხლის შესაბამისად მიიღო - მიწის დაბინძურების, დეგრადაციისა და სხვაგვარი გაუვარგისების, მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის.

შპს „ჯეკი“, რომელიც წნისში მდებარეობს და ხე-ტყეს ამზადებს - 2 000 ლარით დაჯარიმდა. მუხლი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების რეალიზაციას შეეხება.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისთვის დაჯარიმდა სოფელ კლდეში არსებული თხევადი გაზის გასამართი სადგური შპს „ელ პი ჯი გაზი“, ხოლო მიწის დაბინძურების, დეგრადაციის ან სხვაგვარი გაუვარგისებისა და ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენებისთვის შპს „ჯავახავტოგზა“.

თითოეულისათვის ჯარიმის ოდენობამ 750 ლარი შეადგინა.

ახალციხეში ინდ. მეწარმე, სახერხ საამქროში ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის გამო, 1000 ლარით დაჯარიმდა.

ასევე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების გამო, ჯარიმა დაეკისრა სოფელ აწყურში არსებულ სახერხ საამქროსაც. ორგანიზაცია 500 ლარით დაჯარიმდა. ურაველში მდებარე სახერხის მფლობელმა კი სიტყვიერი შენიშვნა მიიღო.

ასევე სიტყვიერი შენიშვნა მიიღო სოფელ კლდეში მდებარე შპს „მესხეთის მეფრინველეობამ“, ხოლო ამავე სოფელში მდებარე ქათმების მეორე ფერმა შპს „ლ.ნ კომპანი“ კი 500 ლარით დაჯარიმდა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის უქონლობის გამო.

ჯამში ახალციხის მუნიციპალიტეტში დარღვევების შემოწმებიდან ამოღებულმა თანხამ 10 750 ლარი შეადგინა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმებულ ობიექტებს შორის დარღვევა არ დაფიქსირებულა შპს „ახალციხის სავაჭრო ცენტრში“. ხუთი თვის განმავლობაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამცხე-ჯავახეთში 63 საწარმო შეამოწმა.

[თაკო ფექირიშვილი, ახალციხე]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბორჯომში 11 სახერხი საამქრო დააჯარიმა
ახალციხის ბაზარში სასაკლაოს მდინარის დაბინძურებისთვის მეოთხედ დააჯარიმებენ
რომელი ობიექტები დაჯარიმდა სამცხე–ჯავახეთში
ახალციხის ბაზარში მდებარე სასაკლაო მეოთხედ დააჯარიმეს
2017 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოვლინდა
სეს: ახალციხეში რესტორანი ‘ვარძია’ 1 000 ლარით დაჯარიმდა
სამ თვეში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 2 609 ფაქტი გამოვლინდა