FM97.5 / LIVE

‘მხოლოდ თავდაუზოგავი შრომა მიგვიყვანს წარმატებამდე’ - მუსიკოსი საბა საფარელი ახალციხიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.11.2019
სამი წლისამ სიმღერა დაიწყო, ოთხისა უკვე დამოუკიდებლად კითხულობდა, შვიდისას მიკროფონი შეუყვარდა და მუსიკალურ სკოლაში შევიდა, ცხრის – კონკურსებში მონაწილეობდა, თოთხმეტი წლისა კი ხატვამ და წერამ გაიტაცა. საბა საფარელი ახლა ოცდათოთხმეტისაა და ფიქრობს, რომ წინ კიდევ ბევრი აღმოჩენა ელის.

‘მხოლოდ თავდაუზოგავი შრომა მიგვიყვანს წარმატებამდე’ - მუსიკოსი საბა საფარელი ახალციხიდან

ერთი წელია, რაც თბილისში ცხოვრობს. „ახალციხეში დარჩენის შემთხვევაში ვერ ვიქნებოდი მოქმედი მუსიკოსი. ხატვით კი ვხატავდი, ვწერდი და ამას ახლაც ვაკეთებ“, - ამბობს საბა და გვიყვება, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო ეტაპი, სწორედ დედაქალაქში გადასვლის შემდეგ დაიწყო.

მუსიკალური გადაცემის წამყვანობაც სცადა ტელეკომპანია „თრიალეთში“, ოთხი გამოფენაც მოაწყო და კინოშიც მოხვდა - მოკლემეტრაჟიან ფილმში, „მოჟღურტულე ბეღურები“.

„იმისთვის რომ შემოქმედი იყოს პროდუქტიული, გარემო ნამდვილად მნიშვნელოვანია. დედაქალაქი სხვა მასშტაბია, სხვა ასპარეზი და გასაქანია შემოქმედი ადამიანისთვის,“ - გვიხსნის თავის გადაწყვეტილებას.

თბილისში გადაიღო თავისი პირველი კლიპიც.

„მსურდა ქუჩის მუსიკოსის ცხოვრების, პირადად ჩემი ყოველდღიურობის ამსახველი ყოფილიყო ეს კლიპი და ვფიქრობ გამოვიდა, უყვართ და ხშირად ნახულობენ, ეს მაბედნიერებს.“

ყველაზე მეტად ის ახარებს, რომ კლიპში მისი ცხრა წლის შვილი, შიოც მონაწილეობს.



საბას დღეს ხშირად შეხვდებით გიტარით ხელში რუსთაველის, ავლაბრის, ან სარაჯიშვილის მეტროსთან. უკრავს და მღერის მეგობრებთან ერთად - უმეტესად ქართულ სიმღერებს.

„ქუჩის მუსიკაში, ჩემს მეგობართან, თორღვასთან ერთად სიმღერა ჩემთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა. ბევრმა შეიყვარა ჩვენი შემოქმედება როგორც სამშობლოში, ისე ემიგრაციაში“.



ხატავს ძირითადად პორტრეტებს; წერს ლექსებს და ჩანახატებს; შთაგონებას კი ზოგჯერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებში პოულობს: „მუზა - ეს დენი არაა რომ შენს ნებაზე ჩართო კაცმა, ის არ გეკითხება როდის მოვა. ინსპირაციისთვის ხელოვანს ერთი ფოთლის ჩამოვარდნის ხილვაც ჰყოფნის.“

მისი ნამდვილი გვარი მაისურაძეა. გვიყვება, რომ სამი წელი საფარის მონასტერში ცხოვრობდა და საფარელიც აქედან გაჩნდა.

„ბოლომდე ერთგული დარჩე შენი ოცნების - რთულია, მაგრამ მე ეს შევძელი, ვერავითარმა დაბრკოლებამ ვერ დამათმობინა და ვერ ამაღებინა ხელი ბავშვობის სურვილზე, ვყოფილიყავი მუსიკაში. ეს ყველაფერი ამად ღირდა. მხოლოდ თავდაუზოგავი შრომა თუ მიგვიყვანს წარმატებამდე,“ - გვეუბნება საბა.

ახლა ტელეპროექტ „მხოლოდ ქართულში“ მონაწილეობს. სჯერა, რომ შეძლებს, მთელი ცხოვრება საყვარელ საქმეს მიუძღვნას.

‘მხოლოდ თავდაუზოგავი შრომა მიგვიყვანს წარმატებამდე’ - მუსიკოსი საბა საფარელი ახალციხიდან

[რობი ზარიძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ავანგარდი: ქუჩის მუსიკოსი–საბა საფარელი [აუდიო]
სულხან–საბა ორბელიანის ქუჩის ნაწილი გადაკეტილია
დღეს ღირსი საბა განწმენდელის ხსენების დღეა
სიბერის შიში და სიტკბო [ფოტო]
ინტელექტუალური თამაშში – ‘საბა’, პირველობა მეხუთე სკოლას ერგო
საბუთების მცველი ახალციხიდან [Photo]
სამცხე–ჯავახეთი რობიზონ მაქაძის ობიექტივში – ოპერატორი 35–წლიანი სტაჟით [Video]