FM97.5 / LIVE

‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.11.2019
მარიამ ფოცხვერაშვილი სპორტით ცხრა წლიდან დაინტერესდა, მას შემდეგ კი არაერთ ტურნირში მონაწილეობდა. ამბობს რომ წინააღმდეგობების მიუხედავად, ძიუდო მისი ცხოვრების ნაწილად იქცა.

‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

მეცხრეკლასელი მარიამი ყოველდღიურად ვარჯიშობს. ამბობს, რომ სწავლა და ვარჯიში ერთდროულად რთულია, თუმცა ცდილობს გაკვეთილებს არ ჩამორჩეს: „სკოლაში ყველანაირად მიწყობენ ხელს, ამიტომ მეც ყოველთვის დიდი პასუხიმგებლობით ვეკიდები სწავლას“.

მას შემდეგ, რაც ძიუდო მის ცხოვრებაში გაჩნდა, დაიწყო წინააღმდეგობებიც. მარიამის შემთხვევაში ერთ-ერთი დაბრკოლება საზოგადოების დამოკიდებულება იყო. თუმცა, მისი თქმით, ამას გავლენა არ მოუხდენია მის გადაწყვეტილებებზე, რადგან ოჯახი და მეგობრები მის მხარეს იყვნენ.

„როცა ჭიდაობა დავიწყე, ბევრმა მითხრა, რომ გოგო და ჭიდაობა? მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ჩემი ცხოვრების ნაწილად ვაქციე ძიუდო, მინდა რომ ამ მიმართულებით ჩემი ყველა ოცნება რეალობად ვაქციო“, - ამბობს მარიამი.

შარშან მარიამი საქართველოს ჩემპიონი გახდა. მოგვიანებით კი ანტალიაში, ევროპის თასზე მეორე შეხვედრაში დამარცხდა. შემდეგი იყო პოლონეთი, ევროპის ჩემპიონატი. პრიზით ვერც აქედან დაბრუნდა, თუმცა ახალი მიზნების დასახვაში ამას ხელი არ შეუშლია. სამ ნოემბერს თბილისში გიორგი ველიჯანაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა.

სამომავლო მიზნებში ერთ-ერთი, იმ ჩემპიონატებში გამარჯვებაა, რომლებშიც შარშან მონაწილებდა. მანამდე კი საქართველოს ორგზის ჩემპიონი უნდა გახდეს. შემდეგ კი ანტალიის ევროპის თასი, რომელიც 2020 წელს, ხუთ თებერვალს გაიმართება.

მარიამის მთავარი მიზანი - მსოფლიო ჩემპიონატია, ოღონდ მანამდე ევროპა უნდა მოიგოს.

‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

[რობი ზარიძე, ასპინძა]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.05.2020 3 000 ლარიანი ჯარიმების ჩამოწერა დამღუპველი იქნება - მდინარაძე

27.05.2020 29 მაისიდან მუნიციპალური, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება

27.05.2020 8 ივნისიდან სასტუმროები მუშაობას განაახლებენ

27.05.2020 პირველი ივნისიდან მაღაზიები და რესტორნები იხსნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნიაზ დიასამიძე - ახალციხელი სამბისტი წლის მთავარი ტურნირის პრიზიორია
ბორჯომელი 7 წლის მოჭადრაკე საქართველოს ჩემპიონი გახდა
ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე ასპინძელმა მარი ფოცხვერაშვილმა პირველი ადგილი მოიპოვა
'საკუთარი თავი თვითონ უნდა გამეტანა' - გზა ახალციხიდან ევროპის ჩემპიონობამდე [ვიდეო]
რიოს ოლიმპიადა დასრულდა - რა შედეგით დაბრუნდა საქართველო
ადიგენელი მოჭიდავის მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის
ადიგენელი სპორტსმენი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა