FM97.5 / LIVE

‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.11.2019
მეორე დღეა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. „გალერია თბილისთან“ სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.

‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა
ფოტო: JAMnews, რვა ნოემბერი

როგორც დეკანოზმა ვახტანგ დავითაშვილმა განაცხადა, აქცია მშვიდობიანი იქნება.

„ჩვენი პროტესტის მეორე დღეა. რაც შეეხება ამ ფილმს, რომელიც დაანონსდა და რომელიც მამათმავლობის შემცველი შინაარსის ფილმია, მორწმუნე ხალხი და სხვებიც აპროტესტებენ ამ ფილმის გაშვებას. ჩვენ დღესაც პარაკლისს ვიხდით, მშვიდობიანად, ამ უზნეობას შევეწინააღმდეგებით ლოცვით, ქადაგებით, მხილებით, მშვიდობიანად, ჩვენს პროტესტს ასე გამოვხატავთ, წყნარად, როგორც შეეფერება ეკლესიის მღვდელმსახურს და ქრისტიან ადამიანს", - განაცხადა დეკანოზმა.

ჰომოფობიური აქციის მონაწილეები კინოთეატრ “ამირანის” მოპირდაპირე მხარესაც არიან შეკრებილი. გზის სავალი ნაწილისგან მათ პოლიციის კორდონი ჰყოფს. ასევე, პოლიციის კორდონი იცავს კინოთეატრ “ამირანს”. ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეჩერებული არ არის.

გუშინ, რვა ნოემბერს თბილისსა და ბათუმში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული პრემიერის პარალელურად აქციები გაიმართა. თბილისში აქციის ორგანიზატორები ლევან ვასაძე, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენლები გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე იყვნენ. ბრეგაძე და ვასაძე ამირანთან, ხოლო ფალავანდიშვილი გალერეა მოლში იმყოფებოდნენ და სეანსის ჩაშლას ცდილობდნენ.

აგრესიული ჯგუფები მშვიდობიანი მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთს ისროდნენ.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების დროს თბილისსა და ბათუმში გამართულ ჰომოფობიურ აქციებზე სულ 27 პირი დააკავეს. კინოთეატრ „ამირანთან“ განვითარებული მოვლენების შედეგად ორი პოლიციელი და ერთი მოქალაქე დაშავდა და დაზიანდა შსს–ს ბალანსზე არსებული ავტომობილი.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს-მ თბილისსა და ბათუმში ჰომოფობიურ აქციებზე 27 პირი დააკავა
თბილისში  ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა
პოლიციამ კინოთატრ 'ამირანთან' 11 პირი დააკავა
ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო
‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე
პროტესტის მეოთხე დღე –  თბილისში აქცია განახლდა