FM97.5 / LIVE

'მუცელი ჰქონდა გაჭრილი, სისხლში ცურავდა'– ახალციხის საავადმყოფოში 84 წლის კაცი შეიყვანეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 09.11.2019
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მეზობელმა ავტოფარეხში 84 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრილი იპოვა. დაშავებულს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

'მუცელი ჰქონდა გაჭრილი, სისხლში ცურავდა'– ახალციხის საავადმყოფოში 84 წლის კაცი შეიყვანეს

შემთხვევა გუშინ, რვა ნოემბერს, საღამოს მოხდა. როგორც დაშავებულის ოჯახის წევრი გვეუბნება, 84 წლის კ.კ–მ ჭრილობა მუცლის არეში თავად მიიყენა: „დილიდან ჩვეულებრივად იყო განსაკუთრებული არაფერი შემიმჩნევია. ეზოში იყო გასული, თურმე ჩვენს „გარაჟში“ შესულა. არ ვიცი სად იშოვა დანა, მეზობელმა გამოიარა და იმან ნახა, მუცელი ჰქონდა გაჭრილი, სისხლში ცურავდა“.

მისივე თქმით ეს თვითდაზიანების პირველი შემთხვევა არ იყო: „რვა თვის წინ ვენები გადაიჭრა“.

დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთდა.

„შემავალი ჭრილობა ჰქონდა და გაუკეთდა ოპერაცია, ამ ჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სტაბილურია“,–გვითხრა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 115 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

84 წლის კაცი ახალციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა
აწყურში უსახლკარო მამაკაცი ქუჩაში გაიყინა
ბორჯომში, კლდიდან გადმოვარდნილი და გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა ცნობილია
საავადმყოფოში სხეულზე მრავლობითი დაზიანებით 56 წლის კაცი შეიყვანეს
ახალციხეში ავარიისას დაშავებული 20 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა
ანდაში დაჭრილი კაცებიდან ერთის მდგომარეობა სტაბილურია
აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაშავდა