FM97.5 / LIVE

ოლავერდის სკოლაში 40 000 ლარად საპირფარეშო გააკეთეს, მაგრამ ვერ იყენებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.11.2019
სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლაში ახალი საპირფარეშო ააშენეს მაგრამ, იმის გამო, რომ შენობაში წყალი არ აქვთ, დაკეტილია. ახალქალაქის მერი ამბობს, რომ გაზაფხულამდე წყლის პრობლემას ვერ მოაგვარებენ.

ოლავერდის სკოლაში 40 000 ლარად საპირფარეშო გააკეთეს, მაგრამ ვერ იყენებენ
ფოტო: jnews.ge

ოლავერდის საჯარო სკოლაში, სადაც 98 მოსწავლე სწავლობს, საპირფარეშო მიმდინარე წელს გააკეთეს. სამუშაოებისთვის 40 000 ლარი დაიხარჯა.

„ინფორმირებული ვარ პრობლემის შესახებ. წნევა არ აქვს წყალს და სიმაღლეზე ვერ ადის, ამ საკითხზე მუშაობენ. სხვას ვერაფერს გეტყვით, ეს მერიის პროექტია და მას ჰკითხეთ“, – გვითხრა ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩივჩიანმა.

ახალქალაქის მერი იური უნანიანის განმარტებით, პრობლემა არასწორად შედგენილმა პროექტმა გამოიწვია.

„საჭიროა წყალი ცენტრალური მაგისტრალიდან ამოვიყვანოთ, 600 –700 მეტრია. ამისთვის ახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს,დაახლოებით 3–4 ათასი ლარია საჭირო, დიდი თანხა არ არის, თუ ნაშთი დარჩა იმით გავაკეთებთ, ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოვყოფთ“, – განმარტავს იური უნანიანი.

მისი თქმით, რადგან ახალქალაქში მკაცრი ზამთარია, სამუშაოებს გაზაფხულამდე ვერ დაიწყებენ, ამ პერიოდის განმავლობაში კი პროექტს მოამზადებენ.

„ვიდრე წყლის პრობლემას მოვაგვარებთ, მანამდე ისევ ძველი საპირფარეშოთი ისარგებლებენ, რომელიც ეზოში დგას“, – ამბობს იური უნანიანი.

[sknews.ge]


12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

12.08.2020 ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

რატომ ვერ დგამენ ახალქალაქის სოფლებში ნაგვის ურნებს
გოგაშენი–ვარძიის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა [ფოტო]
იური უნანიანი:’საქონლის კვალი პირდაპირ თურქეთისკენ მიდის, საზღვარი უნდა გამაგრდეს’
სოფელ კარწახის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
აზავრეთში გაფიცული მოსწავლეებისთვის ალტერნატიულ ფართს არჩევენ
‘თხელი კი არა, ზომაზე სქელია ასფალტი’ – კომპანია ახალქალაქის სოფლებში დაგებულ გზაზე
ხმაური 'ოცნების' დეპუტატის ბიუროში - რას ითხოვს აბულის მოსახლეობა