FM97.5 / LIVE

თბილისში ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.11.2019
აქციის მონაწილეები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლას ცდილობენ და კინოთეატრის სტუმრებს პიროტექნიკასა და სხვადასხვა ნივთებს ესვრიან. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

თბილისში  ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
კინოთეატრ „ამირანთან“ განთავსებულია სპეცდანიშნულების რაზმი და საპატრულო პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, თუმცა „ქართული მარშის“ წარმომადგენლები და ლევან ვასაძის მხარდამჭერები სამართალდამცავების მოწოდებას არ ემორჩილებიან და კინოთეატრში შესასვლელად ადგილზე განთავსებული ბარიკადების გარღვევას ცდილობენ.

აქციაზე სამოქალაქო აქტივისტის, ანა სუბელიანი დაშავდა, მისი განცხადებით ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები მას მიზანმიმართულად დაესხნენ თავს და თავში მძიმე საგანი მოარტყეს: “შემთხვევით ვარ გადარჩენილი, რომ თვალი არ დავკარგე” – თქვა სუბელიანმა.

პოლიციამ ორი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყებაში ამბობენ, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება.

ჩვენების წინააღმდეგ მობილიზებულია „ქართული მარში“, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები.

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.

[sknews.ge]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

პოლიციამ კინოთატრ 'ამირანთან' 11 პირი დააკავა
‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა
ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო
შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა
შსს-მ თბილისსა და ბათუმში ჰომოფობიურ აქციებზე 27 პირი დააკავა
შსს–მ აქციაზე 18 პირი დააკავა
‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე