FM97.5 / LIVE

EMC აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან აქტიური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.11.2019
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში აზარტულ თამაშებში მოსახლეობის ჩართულობა, მათ შორის ბავშვების საგანგაშოდ მაღალია.

EMC აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან აქტიური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს

EMC წერს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის კვლევები სუიციდის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად სწორედ თამაშზე დამოკიდებულებას მიუთითებენ.

„აზარტული თამაშების გავრცელება და სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობა ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული მოვლენებია და, ცალკეულ შემთხვევებში, ერთმანეთს განაპირობებენ კიდეც. აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის გვხვდება საცხოვრებლის დაკარგვა და უსახლკაროდ დარჩენა, ან უმძიმეს პირობებში, არასათანადო საცხოვრისში ცხოვრება, უმუშევრობა, სუიციდი და სხვა. არსებული გამოწვევები, მათი სიმწვავის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მყისიერ და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს.“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC-ის შეფასებით, თამაშზე დამოკიდებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო რესურსები არაადეკვატურად გამოიყურება აზარტული თამაშების რეკლამირების დღეს არსებულ მასშტაბის ფონზე.

„თამაშზე დამოკიდებულება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ერთ-ერთ დაავადებადაა აღიარებული და მას შესაბამისი კლასიფიკაციაც აქვს მინიჭებულ,[2] რაც სახელმწიფოების მიერ შესაბამისი ზომების განხორციელების წინაპირობა უნდა გახდეს. გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავის რეკომენდაციებში სუიციდის პრევენციის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით სპეციალური სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობას განსაკუთრებით უსვამს ხაზს. ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ამ სფეროში ეფექტიანი პოლიტიკის განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზი, პრობლემის მასშტაბის იდენტიფიცირება, სუიციდისა და სუიციდის მცდელობების გამომწვევი ფაქტორების ანალიზი და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაბამისი ინტერვენციების განხორციელება, ისევე, როგორც აღნიშნული საკითხების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება, სტიგმის აღმოფხვრა და მოსახლეობაში საკითხზე ინფორმირებულობის გაზრდა“.

EMC მოუწოდებს:
საქართველოს მთავრობას:
• განხორციელდეს სუიციდის პრევენციის ეფექტიანი მულტისექტორული პოლიტიკა, რამაც, მათ შორის, სუიციდის მიზეზებისა და რისკ-ჯგუფების იდენტიფიცირება, სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება, ისევე, როგორც სუიციდის პრევენციის პროგრამების დანერგვა და მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით მისაწვდომობის უზრუნველყოფა უნდა მოიცვას.

•განხორციელდეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხის კვლევა, რისკ-ჯგუფების იდენტიფიცირება და მათ წინაშე არსებული გამოწვევების (უსახლკარობა, უმუშევრობა, სხვა ტიპის მოწყვლადობა) ანალიზი;

•ეროვნულ დონეზე განხორციელდეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების აღიარება ჯანდაცვის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად და ამ პირებთან მიმართებით გატარდეს რეაქციული ზომები, მათ შორის, ასეთი პირების იდენტიფიცირება და მათთვის რელევანტური ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის უზრუნველყოფა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს:

• ურზუნველყოფილ იქნას “აზარტული, ლატარიებისა და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების (№611-№1013) შესაბამისად, აზარტულ და სხვა მომგებიან თამაშობებში 21 წლამდე ასაკის პირების მონაწილეობასთან დაკავშირებული აკრძალვების აღსრულება;
საქართველოს პარლამენტს:

• გონივრულ რეგულაციებში მოაქციოს ან აკრძალოს, სულ მცირე, აზარტული თამაშობების რეკლამა;

• იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს სხვა ქვეყნებში ჩატარებულ კვლევებზე დაფუძნებული ლეგიტიმური არგუმენტები, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს აზარტულ თამაშებში საზოგადოების დიდი ნაწილის ჩართულობას ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკაზე, შეიქმნას მოკვლევის ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აზარტული თამაშების ეფექტს ეკონომიკის პროდუქტიულ სფეროებზე, სიღარიბესა და უთანასწორობაზე და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს აზარტული ინდუსტრიის რეგულირებასთან დაკავშირებით.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველი ბორჯომში მეთორმეტე კლასელის  თვითმკვლელობას ეხმაურება
საქართველოში 6 თვეში თავი 207-მა ადამიანმა მოიკლა
შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალისთვის პოლიტიკა მკაცრდება
„მოთამაშე წამლის ფულსაც  კაზინოში დახარჯავს“ –ეკონომისტები სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობენ
სუიციდის შემთხვევა ბორჯომში
ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს იზრუნოს აუტიზმის  მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე
ომბუდსმენი ხანდაზმულებზე: 'ხშირია მათ მიმართ ძალადობის და ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები'