FM97.5 / LIVE

ახალციხე რეგფონდიდან 6 300 000 ლარს მიიღებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.11.2019
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მუნიციპალიტეტებისთვის თანხის გამოყოფა იწყება. მთავრობის განკარგულებით, ახალციხეს პირველ ეტაპზე 4 230 000 ლარი გადაეცემა. აღნიშნული თანხა ქალაქში მრავალსართულიანი ბინების და ქუჩების რეაბილიტაციას მოხმარდება.

ახალციხე  რეგფონდიდან  6 300 000 ლარს მიიღებს

ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის განმარტებით, იმისათვის, რომ 2020 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დროულად დაიწყოს, რეგფონდმა მუნიციპალიტეტებში თანხის გადანაწილება 2019 წელს გადაწყვიტა.

„ადრე, მიმინარე წელს ხდებოდა თანხის გამოყოფა, მაგრამ მთავრობამ და სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცედურები დაჩქარდეს. უფრო ადრე მოხდეს ტენდერების გამოცხადება და შემდეგ შესრულება, ამიტომ თანხის ნაწილს წელს გვაძლევენ იმისთვის, რომ ახლავე გამოვაცხადოთ ტენდერები“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

2019 წელს ახალციხე 4 230 000 ლარს მიიღებს, 2020 წელს კი 2 070 000 ლარს.

პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება რუსთაველის და ასპინძის ქუჩებზე მდებარე მრავალსართულიან ბინებს, მოწესრიგდება სახურავები, გარე ფასადები და სადარბაზოები. გარდა ამისა, საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა თამარაშვილის, ნათენაძის, შალვა ახალციხელის, დიდიმამიშვილის და კოსტავას ქუჩებზე.რეაბილიტაცია ჩაუტარდება შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას.

„რომელი პროექტებიც მზად გვქონდა, ისინი წამოვწიეთ წინა პლანზე. მთავრობის პირველი სხდომა, ამ საკითხთან დაკავშირებით რვა ნოემბერს უნდა გაიმართოს, ჩვენ კი მანამდე პროქტები უნდა მივაწოდოთ. 2020 წლის პირველ იანვრამდე გამოვაცხადებთ ტენდერებს“, – განმარტავს მელიქიძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დღეს, შვიდ ნოემბერს გაიმართა. დეპუტატებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის გასაგზავნი პროექტები ერთხმად მოიწონეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რეგფონდიდან ბორჯომი 4 479  999 ლარს მიიღებს
ასპინძისა და რუსთაველის ქუჩებზე კორპუსების სადარბაზოებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ახალციხე რეგფონდიდან 5 მლნ ლარს მიიღებს – რა გაკეთდება ამ ფულით
ახალციხე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3,234,685 ლარს მიიღებს
რაში დახარჯავს ბორჯომის მუნიციპალიტეტი რეგფონდიდან მიღებულ 4 358 941 ლარს
ბორჯომი რეგფონდიდან 2 495 667 ლარს მიიღებს
ახალციხეში ექვს საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება