FM97.5 / LIVE

ბორჯომში მრავალსართულიანი ბინების სახურავებს რეაბილიტაცია უტარდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.11.2019
ქალაქ ბორჯომში, მუნიციპალიტეტის საბინაო ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის 330 245 ლარი დაიხარჯება.

ბორჯომში მრავალსართულიანი ბინების სახურავებს რეაბილიტაცია უტარდება

გორგასლის და პეტრიწის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, ამ ორ ქუჩაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 802 ლარი დაიხარჯება.

თორის, გამარჯვების, მესხეთის, მანჯგალაძის, რუსთაველის, შაინიძის, ფიროსმანის, ვაჟა ფშაველას, აღმაშენებლისა და გურამიშვილის ქუჩებზე სახურავების რებილიტაციისთვის 298 443 ლარი დაიხარჯა, აქედან 98% მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2% კი ბინათმესაკუთრეებისგან.

ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, შვიდი ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული, 12 ბინის სახურავი შეიცვლება. ამ ეტაპზე ოთხი ბინის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაოებისთვის 90 963 ათასი ლარი დაიხარჯება.

კერძო სახლების მესაკუთრეებს, რომლებსაც სტიქიამ სახლები დაუზიანა მერიამ თუნუქის სახურავები გადასცა, რაშიც 28 297 ლარი დახარჯა.

[რობი ზარიძე, ბორჯომი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში მრავალბინიანი სახლების სახურავების შეკეთება დაიწყო
ბორჯომის მერია სტიქიისგან დაზიანებული სახლების სახურავებს შეაკეთებს
ბორჯომში 2013 წელს დაგეგმილი 17 პროექტიდან, 13 დასრულდა
1 მლნ ლარი – ბორჯომში 7 ივნისის სტიქიის შედეგები დაითვალეს
ვალეში, „მეორე შახტაში“ სახურავებს ცვლიან
ადიგენის სოფლებში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომში სანაპიროს სკვერის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება