FM97.5 / LIVE

25 არასამთავრობო მთავრობას მოუწოდებს არ შეაფერხოს თვითმმართველობის რეფორმა

მთავარიპოლიტიკა 11.10.2013
25 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობს, ხელისუფლებას მოუწოდებს არ შეფერხდეს თვითმმართველობის რეფორმის პროცესი საქართველოში.

25 არასამთავრობო მთავრობას მოუწოდებს არ შეაფერხოს თვითმმართველობის რეფორმა
განცხადებაში, რომელიც მათ გაავრცელეს ნათქვამია, რომ 2014 წლის დასაწყისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის რეფორმირება უნდა დასრულდეს, რაც მათი განცხადებით, შეიძლება შეფერხდეს ადგილობრივი თვითმმართველობების კოდექსის დაგვიანებით მიღებით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კვლავ ძველი წესით ჩატარდება.

არასამთავრობოები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დროულად მოახდინონ კანონპროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში და არ დაუშვან წინა ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისას დაშვებული შეცდომების გამეორება.

"ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება ევროპული ქვეყნების განვითარების ერთ-ერთ არსებით წინაპირობას წარმოადგენს. მოსახლეობასთან მაქსიმალურად ახლო მდგომი თვითმმართველი ორგანოები, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული ტერიტორიული ერთეულები, ფინანსებითა და უფლებამოსილებით აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები (თვითმმართველი ქალაქები და თვითმმართველი თემები) - წარმოადგენენ ქვეყნის შეუქცევადი, დემოკრატიული განვითარების საძირკველს. საქართველოს სწორი განვითარების უმთავრესი ქვაკუთხედი ადგილობრივი თვითმმართველობის სრულყოფილი რეფორმის გატარებაა, რაც დაამკვიდრებს ევროპული ტიპის მმართველობას ქვეყანაში და ხელს შეუწყობს მის შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ თანამეგობრობაში.

2013 წლის 1 მარტს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისათვის", რომელიც ადგენს, რომ „რეფორმის ამოსავალი პრინციპია მოქალაქეების მაქსიმალური გააქტიურება და უშუალო ჩართულობა მართვის პროცესში. საქართველოს მთავრობა დეცენტრალიზაციის პროცესს განიხილავს ქვეყანაში დემოკრატიისა და მისი შესაბამისი ინსტიტუტების დამკვიდრების საკვანძო ასპექტად".

ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სტრატეგიაზე დაყრდნობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მასთან არსებული თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა სამუშაო ჯგუფების მონაწილეობით, შეიმუშავა „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" კანონპროექტი.

კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, არსებული რეალობისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, მოხდა განსხვავებული პოზიციებისა და ხედვების შეჯერება, გარკვეულ კონსესუსამდე მისვლა, რეფორმის განხორციელების ეტაპობრივად დაგეგმვა და ცალკეულ, საკმაოდ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება.
2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაზე გამოიკვეთა პრემიერის მკაფიო და გააზრებული მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის აუცილებლობისა და შემუშავებული კანონპროექტით გათვალისწინებული კონცეპტუალური საკითხების მიმართ.

უმნიშვნელოვანეს ამოცანად გვესახება 2014 წლის დასაწყისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის რეფორმირების დასრულებაც, რაც შეიძლება შეფერხდეს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" დაგვიანებით მიღებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამოვხატავთ რა მხარდაჭერას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" შემუშავებული პროექტის ძირითადი ნაწილის მიმართ, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დროულად მოახდინოს კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიცირება. საქართველოს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კიდევ ერთხელ ეძლევა რეალური შანსი, გადადგას ქმედითი ნაბიჯი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ხელისუფლების ჩამოსაყალიბებლად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპასთან დაახლოებას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული პროცესი სწორად წარიმართება და დღევანდელი ხელისუფლებაც არ გაიმეორებს წინა ხელისუფლებების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისას დაშვებულ შეცდომებს", - ნათქვამია ორგანიზაციების მიერ დღეს, 11 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.


„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტის შემუშავებაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები:

1.ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
2.ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
3.ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
4.გორის საინფორმაციო ცენტრი
5.დემოკრატ მესხთა კავშირი
6.ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი
7.ეფექტიანი მმართველობითი სისტემებისა და რეგიონების ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი
8.თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
9.კავკასიის მთიანეთის მდგრადი განვითარების ცენტრი
10.ასოციაცია „კივიტას გეორგიკა"
11.კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC)
12.სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" (PMMG)
13.მწვანე კავკასია
14.საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
15.საზოგადოებრივი დამცველი
16.სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
17.არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა
18.სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
19.სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
20.სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
21.სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
22.სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრი
23.სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
24.ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
25.ქალაქების თვითმმართველობათა კავშირი


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის ჟურნალისტებმა ქსელი შექმნეს
თვითმმართველობის კოდექსს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნობიან
ახალციხეში თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს
სამცხე–ჯავახეთში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საქმეში მოქალაქეთა როლზე იმჯელებენ
NGO-ები: დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები წარიმართოს საზოგადოების ზურგს უკან
მომავლის თვითმმართველობა
არასამთავრობოები: 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება დემოკრატიის სტანდარტს შეამცირებს