FM97.5 / LIVE

როგორ შეხვდება ბაკურიანი ზამთრის სეზონს

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.11.2019
ბაკურიანი ზამთრის სეზონს სამი ახალი საბაგიროთი და ახალი სასრიალო არეალებით შეხვდება. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის, თაზო გამცემლიძის განცხადებით, ასევე იგეგმება ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობაც.

როგორ შეხვდება ბაკურიანი ზამთრის სეზონს

„ემატება ახალი სასრიალო არეალები. გარდა ტურისტების უკეთ მომსახურებისა, ახალი საბაგიროები ასევე გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ასევე, იგეგმება დიდი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელშიც შედის გათოვლიანების სისტემები, წყლის რეზერვუარები ხელოვნური თოვლისთვის. ამასთან, ბაკურიანში დიდველზე 10 ახალი გონდოლა დამონტაჟდა ძველი გონდოლის საბაგიროზე და შედეგად ძველი საბაგირო დაახლოებით საათში 350-400 კაცით მეტს გაატარებს, რაც რიგებს მნიშვნელოვნად განტვირთავს,“ - განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება ფასებს, კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, წინა სეზონთან შედარებით რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არაა.

საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

09.11.2019 აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანი სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძვის
ბაკურიანში დიდველზე 10 გონდოლა მონტაჟდება
ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება
ბაკურიანს საბაგირო გზები და სასრიალო ტრასები დაემატება
ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება
ბაკურიანში ზამთრის სეზონისთვის ახალი საბაგიროები დამონტაჟდება