FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში კათოლიკური ეკლესიების დაზიანების ფაქტები გახშირდა – EMC

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.11.2019
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოსთან მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დარბევის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია შსს-ს სავარაუდოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

სამცხე-ჯავახეთში კათოლიკური ეკლესიების დაზიანების ფაქტები გახშირდა – EMC

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამავე სამლოცველოში არსებული საეკლესიო ნივთები სამი ნოემბრის მსგავსად, რამდენიმე თვის წინაც დააზიანეს, თუმცა ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია. ასევე, უშედეგოდ დასრულდა გამოძიება 2018 წელს სოფელ ვალეში კათოლიკურ მცირე სალოცავში (ნიშაში) წიგნებისა და ხატების დაწვის ფაქტზეც.

"მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაიაზროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული კონტექსტი და სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის მშვიდობიანი თანაარსებობის და თანასწორი გარემოს შექმნის ინტერესი, რასაც მსგავსი შეუწყნარებლობის დანაშაულები და ინციდენტები არსებითად უშლის ხელს. რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებს უმცირესობათა ჯგუფების უსაფრთხოებასა და ინტეგრაციის პროცესზე ნეგატიური სოციალური გავლენა აქვთ, სწორედ ამიტომ არსებითია სამართალდამცავმა ორგანოებმა დროული, ეფექტიანი და სისტემური რეაგირება მოახდინონ", - წერია განცხადებაში.


EMC საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს :

▶დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და სავარაუდო ბრალდებულ პირთა იდენტიფიცირება;

▶შეისწავლოს ხულგუმოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლო რელიგიური დაძაბულობის ნიშნები და მისი გავლენა მომხდარ ინციდენტებზე; დაძაბულობის/კონფლიქტის რისკების იდენტიფიცირების შემთხვევაში კი მიიღოს ეფექტიანი პრევენციული ზომები მსგავსი შეუწყნარებლობის ინციდენტების აღკვეთისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობისთვის;

▶შეიმუშაოს რელიგიური კონფლიქტების/მსგავსი კონფლიქტის რისკების/ არსებობის დროს პოლიციის მუშაობის სპეციალური სტრატეგია, რომელიც კონფლიქტისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენციისა და მშვიდობიანი და თანასწორი სამართლებრივი გარემოს შექმნისკენ იქნება მიმართული.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს:

▶ძეგლის სტატუსის და ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღოს დროული ზომები მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქართველ მუსლიმთა კავშირი ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს გმობს
შსს–მ ხულგუმოს სალოცავში ხატების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
EMC: მოხეს კონფლიქტი მუსლიმი თემის დისკრიმინაციის სისტემურობაზე მიუთითებს
ახალქალაქში XIII საუკუნის ეკლესიაში ხატები მეორედ დააზიანეს
ეროვნულ უმცირესობათა საბჭო განცხადებას ავრცელებს
NGO-ები:  'შესაძლოა ვალეში მომხდარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაული იყოს'
EMC: ადიგენში მუსლიმი გლეხების მიწები საპატრიარქოს უკანონოდ გადასცეს