FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ 8 იურიდიულ პირს სასამართლოში უჩივლა

მთავარისიახლე, სამართალი 05.11.2019
მიმდინარე წელს, მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო, ახალციხის მერიამ რვა იურიდიული პირის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. აგვისტოდან–ოქტომბრამდე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან დასუფთავების გადასახადის სახით, ადგილობრივ ბიუჯეტში 46 700 ლარი შევიდა.

ახალციხის მერიამ 8 იურიდიულ პირს სასამართლოში უჩივლა
ახალციხის მერიის ეკონომიკური დაგეგმვის ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების განყოფილების უფროსი გიორგი თედორაძე ამბობს, რომ წინა 2018 წელთან შედარებით მიმდინარე წელს, დასუფთავების მოსაკრებელის გადახდის სტატისტიკა გაზრდილია.

„შარშან გადასახადს მოსახლეობის დაახლოებით 25–30 პროცენტი იხდიდა, ახლა უმნიშვნელოდ, თუმცა შედარებით გაზრდილია რაოდენობა“, – ამბობს თედორაძე.

მისი თქმით, ფიზიკური პირის მიერ, მათ სამსახურს არანაირი ბერკეტი არ აქვს იმისთვის, რომ მოსაკრებელი ამოიღოს, თუმცა სხვა მიდგომა აქვთ იურიდიულ პირებთან – 2019 წელს მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო, რვა იურიდიულ პირს სასამართლოში უჩივლეს: „2017 წელს სასამართლოს 13 საქმე გადავეცით და ყველა მოვიგეთ".

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის ბაია იველაშვილის განმარტებით, რვა საქმიდან, ორი უკვე დასრულებულია:„ორი პროცესი ახალციხის მერიის სასარგებლოდ დასრულდა, იურიდიულ პირებს დარჩენილი დავალიანების გადახდა მოუწევთ. დანარჩენი ექვსი კი განხილვის პროცეშია".

ახალციხის მცხოვრებლები დასუფთავების გადასახადს 2018 წლის პირველი მაისიდან იხდიან. ერთ სულ მოსახლეზე გადასახადი 50 თეთრია, თუმცა ოჯახს ორ ლარზე მეტის გადახდა არ მოუხდება. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათთვის ტარიფები საქმიანობის მიხედვით, სხვადასხვაგვარად განისაზღვრება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეიდან ახალციხელები ნარჩენების მოსაკრებელს გადაიხდიან
რა თანხა ამოიღო მერიამ ერთ წელში ახალციხეში დასუფთავების გადასახადიდან
2017 წლიდან ახალციხელები დასუფთავების გადასახადს გადაიხდიან
ახალციხეში დასუფთავების გადასახადის ამოღებას იურიდიული პირების ხარჯზე გეგმავენ
დასუფთავების მოსაკრებელი – რა თანხა შევიდა ადგილობრივებისგან ბიუჯეტში ერთ თვეში
კვირის აქცენტი: ახალციხეში დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას იწყებენ [Video]
რამდენი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 2018 წელს ახალციხის სასამართლომ