FM97.5 / LIVE

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.11.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე მზად არის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, სიჩქარის გადაჭარბების გამო, მძღოლებს გაორმაგებული ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განუცხადა, სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება. ამ ეტაპზე ჯარიმა 50 ლარია, ახალი რეგულაციის დამტკიცების შემდეგ კი, 100 ლარი გახდება.

ცვლილებების მიხედვით, ასევე მოხდება ე.წ. ჭკვიან კამერებზე ქულათა სისტემის მიბმაც და თუკი მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, გაზრდილ ჯარიმასთან ერთად, ავტომანქანის მფლობელს მართვის მოწმობაზე შესაბამისი ქულებიც დააკლდება.

უწყებას საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებული აქვს, რომელიც ჯერ მთავრობას შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება.

შსს–ს განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების კამპანია „მეტი სიცოცხლისათვის" აქტიურად გრძელდება და მისი ახალი ეტაპი იწყება. გრძელდება მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების, პრაქტიკული ქმედებების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს მიმართულებით.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მხრივ 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია 10.2%-ით.

მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის განცხადებით: „მისასალმებელია, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევების დროს დაშავებულთა რაოდენობის მხრივ კლების ტენდენციაა 2019 წლის 9 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 9 თვის მონაცემებით, სამწუხაროდ, გარდაცვლილია 337 ადამიანი, რაც წინა წლის 9 თვის მაჩვენებელზე 1.5%-ით ნაკლებია. თუმცა, ეს არ გვაძლევს სიმშვიდის უფლებას და ვცდილობთ, ჩვენი ყველა ღონისძიება მიმართული იყოს ამ ციფრის კლებისკენ".

მისი თქმით, მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, საავტომობილო გზებზე ფარული კამერების რაოდენობის ზრდა და ზოგადად, სამინისტროს მხრიდან რეგულაციების გამკაცრება ვერ მიგვიყვანს რეალურ შედეგამდე, თუ არ მოხდება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

2019 წლის აპრილის მდგომარეობით, მაშინ როდესაც კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის" პირველი ეტაპი დაიწყო, მთელ საქართველოში 2 600-მდე ე.წ. „ჭკვიანი კამერა" ფუნქციონირებდა, ხოლო დღეის მდგომარეობით კამერების რაოდენობა შეადგენს 4 318-ს: საიდანაც 2 760 - ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო 1 558 - ნომრის ამომცნობი კამერა. გეგმის მიხედვით, წლის ბოლოსთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5 000-მდე ვიდეოკამერა.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, მათი ნაწილი უკვე წარედგინა პარლამენტს - კერძოდ, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გატანისთვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე დეპუტატებს განხილვისთვის უკვე გადაეგზავნათ ცვლილებები, რომლებიც მოპედების რეგისტრაციას ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის" ახალ ტალღა მოიცავს თემატურ ვიდეოკლიპებს, რომლებიც მედია საშუალებებში გავრცელდება, ასევე იგეგმება მნიშვნელოვანი აქტიურობა სოციალურ მედიაში. კამპანიის ფარგლებში, იგეგმება ღონისძიებების და შესაბამისი აქტივობების განხორციელება რეგიონებში.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს:  ავტოსაგზაო შემთხვევებმა იკლო
შსს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს
ვიდეოკამერებით დაფიქსირებული დარღვევები და ჯარიმები სამცხე-ჯავახეთში
მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  4.3%-ით გაიზარდა
იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 4,4%–ით გაიზარდა
პარლამენტი 'საგზაო მოძრაობის შესახებ' კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვებს უბრუნდება
შსს ივლისის თვის და იანვარ-ივლისის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს