FM97.5 / LIVE

საქართველოსა და პოლონეთის სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

მთავარისამართალი 11.10.2013
დღეს, 11 ოქტომბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრსა და პოლონეთის სასჯელაღსრულების სამსახურის ცენტრალურ სასწავლო ცენტრს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოსა და პოლონეთის სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
მემორანდუმის მიზანია სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა სწავლისა და მომზადების ხარისხის გაუმჯობესება და ეფექტიანობის გაზრდა.

ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა მაია ხასიამ და პოლონეთის სასჯელაღსრულების სამსახურის ცენტრალური სასწავლო ცენტრის (კალიშე) დირექტორმა დანუტა კალმანმა მოაწერეს.

მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანჟეი ჩიეშკოვსკი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე სოფიო ჯაფარიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისა და პოლონეთის სასჯელაღსრულების სამსახურის ცენტრალური სასწავლო ცენტრის (კალიშე) წარმომადგენლები დაეწსრნენ.

აღნიშნული ღონისძიება პოლონეთის დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ამავე ვიზიტის ფარგლებში შედგა ერთობლივი სამუშაო შეხვედრები პოლონეთის საელჩოში, სასწავლო ცენტრში, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.

კალიშეს სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში სამუშაო ვიზიტით 9 ოქტომბერს ჩამოვიდნენ და საქართველოში 16 ოქტომბრამდე დარჩებიან.

[sknews.ge]


28.02.2020 სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების თარიღი ცნობილია

25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.02.2020 კორონავირუსით ინფიცირებული პირი 'საქართველოს ბანკის' თანამშრომელია

28.02.2020 ირანთან და იტალიასთან საქართველომ სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა

28.02.2020 კორონავირუსი ჩინეთის გარდა 46 ქვეყანაში დაფიქსირდა

28.02.2020 სოფელ ჩუნჩხაში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი დააკავეს
სოზარ სუბარი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა
ახალციხის პრობაციის ოფისში ვიდეოპაემნის სერვისი დღეს უფასოა
საქართველოსა და თურქეთს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა
სოზარ სუბარმა სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი გახსნა
ომბუდსმენის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების მინისტრს
20 იანვარს ახალციხეში ვიდეოპაემნის სერვისი უფასო იქნება