FM97.5 / LIVE

‘კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს’ – ‘ბორჯომს’ მესამე ლიგიდან გავარდნა ემუქრება

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.11.2019
საფეხბურთო კლუბი „ბორჯომი“ სამცხე–ჯავახეთში ერთადერთი გუნდია, რომელიც მესამე ლიგაში ასპარეზობს, თუმცა ბოლო დროს ზედიზედ რამდენიმე წაგების გამო, გუნდმა შესაძლოა უფრო დაბლა, მეოთხე ლიგაში გადაინაცვლოს. მწვრთნელი წაგების სერიას ფეხბურთელების ტრავმებს უკავშირებს.

‘კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს’ – ‘ბორჯომს’ მესამე ლიგიდან გავარდნა ემუქრება

ოთხ ნოემბერს „ბორჯომი“ 32-ე ტურის საშინაო მატჩში ტყიბულის „მეშახტესთან“ მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა, რის შედეგადაც მეექვსედან მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.

მანამდე, 24-ე ტურის შემდეგ „ბორჯომმა“ ქულის მოპოვება მხოლოდ ერთხელ, „საბურთალოსთან“ სტუმრად გამართულ მატჩში მოახერხა, რომელიც ფრედ დასრულდა.

„ბორჯომის“ მთავარი მწვრთნელი ბოლოდროინდელ მარცხს გუნდის არასრული შემადგენლობით ხსნის.

„აქამდე ლიგიდან გავარდნის საშიშროება არ იყო, მაგრამ ახლა რთულადაა საქმე, ბოლო მატჩში სათადარიგოში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გვყავდა, გუნდის ძირითადი ბირთვი კი ტრავმირებულია“, – ამბობს კობა თედიაშვილი.

მესამე ლიგის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი, „ბორჯომმა“ კი მინიმუმ ორი მატჩი უნდა მოიგოს, რომ აუტსაიდერების სიაში არ მოხვდეს: „ახლა ყველანაირად ვცდილობთ ძალები მოვიკრიბოთ, მართალია გუნდი დემოტივირებულია, თუმცა ყველა შესაძლო რესურსს გამოვიყენებთ რომ მინიმუმ ორი მატჩი მოვიგოთ“.

ამ დროისთვის „ბორჯომი“ 11 მოგებით, 18 წაგებითა და სამი ფრედ გამართული მატჩის შემდეგ, 36 ქულით, მესამე ლიგის სატურნირო ცხრილის მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

სეზონის ბოლომდე ბორჯომს ოთხ კლუბთან მოუწევს თამაში: „ბახმაროსთან“, „ბეთლემთან“, „გორთან“ და ბოლო ტურში, 29 ნოემბერს გასვლით მატჩს „სამგურალთან" გამართავს.

[რობი ზარიძე, ბორჯომი]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

გადამწყვეტი მატჩი - დარჩება თუ არა ‘ბორჯომი’ მესამე ლიგაში
მომვალ სეზონზე ‘ბორჯომი’ მესამე ლიგაში ვეღარ ითამაშებს
აქვს თუ არა ‘ბორჯომს’ ზედა ლიგაში ასვლის შანსი
ბორჯომის ‘თორმა’ 5 მატჩიდან ვერცერთი მოიგო
სამი მარცხი ზედიზედ - დარჩება თუ არა ბორჯომი მესამე ლიგაში
შეინარჩუნებს თუ არა ‘თორი’ რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას
'მესხეთმა' მეორე საშინაო მატჩში წარმატება მოიპოვა